საფრანგეთი ფაქტობრივად ომში ჩაერთო, არსებობს რელიგიური დაპირისპირების საფრთხე - საქართველოს ელჩი საფრანგეთში
პოლიტიკა - 15:24, 08 Jan, 2015     8969

საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ეკატერინე სირაძე-დელონე, კურიერთან საუბრისას აცხადებს, რომ ვითარება საკმაოდ მძიმეა საფრანგეთში, რადგან მსგავსი ტერაქტი პარიზში არ მომხდარა.

„ვითარება საკმაოდ მძიმეა, რადგან დიდი ხანია საფრანგეთში ტერაქტი არ მომხდარა, მითუმეტეს როდესაც ამდენი ადამიანია გარდაცვლილი. უკვე ათეულობით წელია მსგავსი რამ არ განხორციელებულა პარიზში. გუშინ რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა რომ მათ მოახრერხეს რამდენიმე ტერაქტის თავიდან აცილება, მაგრამ ვერ შეძლეს გუშინდელი ტერორისტული აქტი შეეჩერებინათ. ვითარება ქვეყანაში დაძაბულია. ტერორისტების ეს ქმედება ნიშნავს, რომ საფრანგეთი ფაქტიურად ომში ჩაერთო" - აცხადებს ეკატერინე სირაძე-დელონე.

ეკა სირაძე დელონე „კურიერთან“ საუბრისას აღნიშნავს რომ საფრანგეთში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების საფრთხე არსებობს.

„მთავარია ახლა ერთობა და ეს ერთობა საფრანგეთში არის. მთავრობა ცდილობს არ განაწყოს მოსახლეობა ისე რომ მოხდეს ფრანგი ხალხის დამოკიდებულების შეცვლა ყველა მუსლიმანის წინააღმდეგ. მაგრამ ეს საფრთხე არსებობს. თუმცა ვფიქრობ რომ საფრანგეთის მთავრობის ყველა განცხადება არის სწორი,“- აცხადებს დელონე.

საქართველოს ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ საფრანგეთისთვის სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი საყრდენია, მისი თქმით, საფრამგეთში ყველა ერთ აზრზე დგას, კერძოდ ის, რომ უნდა გაგრძელდეს ასეთი ტიპის ჟურნალების გამოცემა და რელიგია უნდა იყოს სატირის საგანი.

,,ფრანგებისათვის სიტყვის თავისუფლება არის ერთ-ერთი საყრდენი დემოკრატიისა, მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად დღეს ძალიან ბევრმა ჟურნალმა მიაგო პატივი დაღუპულ მხატვრებს და მათთაც გააკეთეს საკუთარი სატირული ჩანახატები ჟურნალებში" - განაცხადა ელჩმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42