ამ ტრაგედიამ შესძრა მსოფლიო და ჩვენც ვუერთდებით ამ საერთო აღშფოთებას - კალაძე
პოლიტიკა - 14:47, 08 Jan, 2015     1774

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პარიზში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს ეხმაურება.

როგორც მისი უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნებისმიერი ტერორისტული აქტი დასაგმობია.

"თანამედროვე სამყაროში, სადაც უზენაესია ადამიანის სიტყვის და აღმსარებლობის თავისუფლება, სადაც ნებისმიერ საკითხისადმი შეუზღუდავია გამოხატვის თავისუფლება - ცალსახად დასაგმობია და უმკაცრესად დასასჯელი ნებისმიერი ტერორისტული აქტი, იქნება ეს მიმართული სხვა შეხედულებების, სარწმუნოების თუ ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების მიმართ.

არცერთი რელიგია არ მოუწოდებს მკვლელობისკენ და ტერორისკენ. ყველა რელიგიის საფუძველია მშვიდობა და კაცთმოყვარეობა, ყველა რწმენაში მყოფი ადამიანი ღმერთისკენ სავალ თავის გზას ირჩევს და ყველა მორწმუნე ღმერთს თავის სახელს უწოდებს.

ტერორისტები, რომლებიც თავისი სარწმუნოების სახელით ხელყოფენ სხვის სიცოცხლეს, თავისივე სარწმუნოებას აყენებენ დარტყმას, მათ ყველა ემიჯნება, გმობს და ვერ უთანაგრძნობს ჩადენილ ბოროტებაში.

დღეს გლოვობს არა მარტო პარიზი, საფრანგეთი, არა მარტო საერთაშორისო ჟურნალისტური ერთობა.

ამ ტრაგედიამ შესძრა მსოფლიო და ჩვენც ვუერთდებით ამ საერთო აღშფოთებას და მწუხარებას", - აღნიშნულია ენერგეტიკის მინისტრის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42