იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე მსჯელობა არ დაწყებულა.
ხმალაძის თქმით, მას ამ ეტაპზე შესაძლო კანდიდატურა ჰყავს, თუმცა საჯაროდ არ დააფიქსირებს. ასევე იგი აღნიშნავს: „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია და მხოლოდ კარგი სამართალმცოდნეობა საკმარისი არ არის“.
"პირადად მე არა თუ ამ განხილვებში მონაწილეობა არ მიმიღია, არც კი მსმენია, რომ რაიმე ჯგუფურ განხილვას ჰქონოდა ადგილი. ცხადია, ცალ-ცალკე ყველა ფიქრობს, მათ შორის მეც, თუმცა ერთ კანდიდატზე მსჯელობა არ ყოფილა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, ამიტომ მხოლოდ კარგი სამართალმცოდნეობა საკმარისი არ არის. ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობა უნდა იყოს, თუმცა სხვა პირობებსაც უნდა აკმაყოფილებდეს – მოკლედ, დიმიტრი გელოვანი გვყავს მოსაძებნი", - განაცხადა ხმალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






