ვახტანგ კაპანაძე შობას ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა
პოლიტიკა - 11:49, 08 Jan, 2015     1222

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 51-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას შობა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესო ხატიაშვილმა, ავღანეთში უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა და V ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, მაიორმა როლანდ ძნელაძემ მიულოცეს.

გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები საშობაო ლიტურგიას, ქართველ სამხედროებთან ერთად, ბაზაზე მდებარე ქართულ სამლოცველოში დაესწრნენ. საზეიმო წირვა-ლოცვა 51-ე ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა აღავლინა.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ვიზიტისას, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ 51-ე ბატალიონის შტაბი დაათვალიერა და ბატალიონის სამუშაო გარემოს გაეცნო.

ბატალიონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ გენერალური შტაბის უფროსს ბატალიონის საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა.
ავღანეთში, 51-ე ბატალიონის სამხედროები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ამჟამად "მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციაში მონაწილეობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42