საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს 7 იანვარს, პარიზში, სატირული ჟურნალის "Charlie Hedbo" რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაიღუპა 12 და დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ეს ბარბაროსული აქტი, რომელიც პრესისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რადიკალური იდეოლოგიებიდან მომდინარე საფრთხეების სერიოზულობას და ტერორიზმის, როგორც ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და განსაცდელის ამ მძიმე ჟამს სოლიდარობას უცხადებს საფრანგეთის მთავრობსა და ხალხს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჟურნალ Charlie Hedbo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები






