ჭანტურია უარყოფს სუფსის ენერგეტიკული ცენტრის მშენებლობაში რუსეთის მონაწილეობას
პოლიტიკა - 22:41, 07 Jan, 2015     2679
სუფსაში ენერგეტიკული კომპლექსის მშენებლობაში რუსეთის მონაწილეობაზე საუბარი არ არის - ეს განცხადება ნავთობკორპორაციის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ჭანტურიამ ტელე ,,იმედის“ ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, საუბარია ორ სხვადასხვა პროექტზე, ცალკე პროექტია ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელი ნავთობსადენის მშენებლობა, რომელშიც, მათ შორის, რუსეთის და სხვა მხარეების ინტერესების თანხვედრა მოხდება. ჭანტურიამ ხაზი გაუსვა, რომ ის საუბრობს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო ენერგეტიკული ჯგუფის სახელით.

"ჩვენ ვლაპარაკობთ ორ სხვადასხვა პროექტზე. რაც შეეხება სუფსას, ეს არის ძალიან დიდი და სერიოზული პროექტი, რომელიც საქართველოსთვის ახალი არ არის. როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მშენებლობა, თავიდანვე ჩადებული იყო, რომ ამ პროექტთან ერთად სუფსაში სერიოზული ენერგეტიკული კომპლექსის მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო. 1999 წელს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ამერიკის მთავრობამ დააფინანსა და მაშინ ძალიან აქტიურად იმუშავა თედო ჯაფარიძემ, რომელიც აშშ-ში ჩვენი ელჩი იყო. ასე რომ, ეს არ არის ახალი პროექტი და აქ გაოცებას და სიურპრიზებს ადგილი არ აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ცალკე პროექტად იქნება განხილული ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი, რომელიც მოვა სუფსამდე და რა თქმა უნდა, ინტერესების თანხვედრა მოხდება. ჩვენ, დაპირისპირების ნაცვლად, ვამბობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს ამ პროექტის ინიციატორი, რათა თავი ავარიდოთ "როსნეფტს", არაპროგნოზირებად ქმედებებს და ა.შ.", - განაცხადა ჭანტურიამ. მისი თქმით, ამ ენერგეტიკული პროექტის განხორციელება საქართველოსთვის არის შანსი ახალი რეალობიდან გამომდინარე. ჭანტურია იმედოვნებს, რომ ხელისუფლება ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით.

ინტერნეტ-პორტალი sukhum-moscow.ru-ს ცნობით სუფსაში ენერგეტიკული ჰაბის აშენება იგეგმება, რომელსაც საქართველო რუსეთის მონაწილეობით აპირებს. გამოცემა, რომელიც რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობების შესახებ წერს, აღნიშნულ ინფორმაციას პროექტის ავტორ გიორგი ჭანტურიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ენერგეტიკული ჰაბი გარკვეულწილად "მეგობრობის ხიდი" იქნება სამხრეთ კავკასიას, რუსეთსა და ევროკავშირს შორის. პროექტის ღირებულება 17 მილიარდი დოლარია და ინვესტორების მოზიდვა როგორც რუსეთიდან, ისე დასავლეთიდან იგეგმება. ენერგეტიკული ჰაბის ფორმირების პროცესში პირველი პროექტი სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უნდა იყოს. გარდა ამისა, არსებობს პროექტი ნოვოროსისკიდან სუფსამდე, აფხაზეთის გავლით მილსადენის მშენებლობის პროექტი, რაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე რუსეთის ნავთობსადენების მიერთებას შესაძლებელს გახდის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42