როგორ დაიცავს მთავრობა ქვეყნის უსაფრთხოებას, როცა ფოთის პორტი რუსეთის ხელში გადავა?
პოლიტიკა - 19:53, 07 Jan, 2015     3846
გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ PetrocasEnergyInternational-მა და სს "როსნეფტმა" თავისი შვილობილი კომპანია RN-Foreign Projects-ის მეშვეობით ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც "როსნეფტმა" შეისყიდა Petrocas-ის აქციების 49-პროცენტიანი პაკეტი ერთობლივი კომპანიის შექმნის მიზნით სამხრეთ კავკასიის და კასპიის რეგიონში. „როსნეფტის“ ინტერესის ძირითად საგანს ფოთის პორტი წარმოადგენს, როგორც სომხეთის საწვავით უზრუნველყოფის საშუალება.

რა დგას ამ გარიგების უკან და რატომ აცხადებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მას არ გააჩნია ბერკეტი, შეაჩეროს აღნიშნული გარიგება, მაშინ როცა სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბუშის ადმინისტრაციამ, სწორედ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ჩაშალა ერთ-ერთი მსხვილი გარიგება, რომელიც არაბული კომპანიის მიერ ნიუ-იორკის პორტების შეძენას ისახავდა მიზნად.

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომლის კუთვნილი კომპანიაცაა Petrocas Energy Group, აცხადებს, რომ ,,ეს გარიგება არის ხაზგასმა Petrocas-ის წარმატებისა, როგორც რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშის, რომელმაც სარგებელი უნდა მოუტანოს ყველა დაინტერესებულ მხარეს", არსებული ინფრომაციის თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დავით იაკობაშვილის ბიზნსზე ადგილი ჰქონდა სერიოზულ ზეწოლას როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. იაკობაშვილი არ საუბრობს, თუმცა ორივე მხარის ზეწოლამ ის იძულებული გახადა, უარი ეთქვა მის კუთვნილ კომპანიაზე და 49% ,,როსნეფტისთვის“ გადაეცა.

ის, რომ 51% კომპანიის მფლობელობაში რჩება, არც ესაა ,,დამამშვიდებელი“ ფაქტორი ქართული მხარისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ქართული მხარის ასეთი დუმილის ფონზე, რუსული სახელმწიფო კომპანიის მიერ აღნიშნული 51%-ის მფლობელობა, ასევე თავისუფლად შეიძლება შეიცვალოს რუსული მხარის სასარგებლოდ. ცნობისათვის, იგივე ,,როსნეფტის“ მხრიდან ცოტა ხნის წინ ადგილი ჰქონდა ევტუშენკოვის კომპანია ,,სისტემისთვის“ ,,ბაშნევტის“ წართმევას და მიტაცებას, რის გამოც რუსული ხელისუფლების მიერ ევტუშენკოვი შინაპატიმრობაშიც კი იმყოფებოდა, ბიზნესმენი, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე ორჯერ მეტი ფინანსური კაპიტალის მფლობელია.

ფაქტია, საქმე ეხება ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის ფოთის პორტს, რომლის მსგავსი საქართველოს არ გააჩნია. აღნიშნულ გარეგებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა ქართველ პოლიტკოსებსა და ეკონომისტებშიც, ედპ-ს ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩახვაძე მიიჩნევს, რომ ეს არის გარიგება, რომელიც მომგებიანია რუსეთისთვის, ხოლო წამგებიანი საქართველოს ეროვნული ინტერსებისა და მისი უსაფრთხოებისთვის, ჩახვაძის თქმით, შეიძლებელია ამ ტიპის გარიგება საქართელოს ხელისუფლების მხრიდან გაცემული გარანტიების გარეშე დადებულიყო. ეკონომისტი რომან გოცირიძე აცხადებდა, რომ ,,როსნეფტმა, პუტინის უმთავრესმა ეკონომიკურმა იარაღმა, დასავლეთის მიერ სანქციადადებულმა კომპანიამ ფოთის პორტი ჩაიგდო ხელში. რუსეთი საქართველოს ეკონომიკური დამორჩილების სომხურ სცენას ანვითარებს. შემდეგი ნაბიჯი აფხაზეთის რკინიგზის გახსნაა. ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ამ გარიგების ბოლომდე მიყვანა. ამის იურიდიული საბაბაი არსებობს. ეს კომპანია შავ ზღვის შელფში უკანონოდ აწარმოებს ნავთობის მოპოვების საძიებო სამუშაოებს "აფხაზეთის მთავრობის " მიერ გაცემული ლიცენზიის" საფუძველზე. იაკობაშვილი როგორი გაიძვერაც იყო, ის დარჩა. თუ ეს ხელისუფლების ზურგსუკან გააკეთა, სასწრაფოდ მისაღებია ზომები, თუ ხელისუფლების ნებართვით, მაშინ უფრო მძიმედ ყოფილა საქმე!“

როგორ უნდა უზუნველყოს საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის უსაფრთხოება, როცა სამხედრო ტვირთები ძირითადად სწორედ ფოთის პორტის მეშვეობით გემით შემოდიან და რომელიც რუსული მხარის კონტროლის ქვეშ იქნება მოქცეული.

უსაფრთხოების თვალსაზრისით, სწორედ ეს შეკითხვა აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრის დიმიტრი შაშკინს საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელიც ,,ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ შესაძლოა ეკონომიკური სარგებლიანობის თვალსაზრისით, ფულს ეროვნება არ აქვს, მაგრამ ეს საკითხი აუცილებლად უნდა გადაიხედოს, როცა საქმე ეხება სახელმწიფოს ინტერესებს და მის უსაფრთხოებას.

_,,როსნეფტის“ ხელშეკრულება არ შეიძლება იყოს განხილული როგოც ცალკე აღებული ბიზნესგარიგება, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ გარიგებით სამუშაო ადგლები არ იქმნება. ბუნებრივია, რომ განსაკუთრებით მემარჯვენე იდეოლოგიაში უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის ის, რომ ფულს ეროვნება არ აქვს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შენი ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს, ეს გასაგებია და მისაღები, მაგრამ მხოლოდ ამ იდეოლოგიური კუთხით არ უნდა შეხედონ საკითხს. იმიტომ, რომ პირველი, რაც დასაწყისში აღვნიშნე, არანაირი სამუშაო ადგილები ამით არ იქმნება და მეორე - საქართველოში შემოდის კომპანია, რომელიც არის რუსეთის სახელმწიფო კომპანია. ეს არ არის კერძო ბიზნესი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ იყო გახვეული სკანდალში და რომლის წინააღმდეგაც მოქმედეს საერთშორისო სანქციები, როგორც შედეგი რუსეთის ქმედებების უკრაინაში.

აქვე, მინდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი შეგახსენოთ - რამდენიმე თვის წინ ,,როსნეფტმა“ გააკეთა რეიდერული „ნაეზდი“ ევტუშენკოვის კომპანიაზე - ,,სისტემა“ და ის იყო დაპატიმრებული. საქმე ეხებოდა ,,ბაშნეფტის“ „ახევას“, ეს არის ზუსტად ის როსნეფტი, რომელმაც სახელმწიფოს ყველა ბერკეტის გამოყენებით, სახელმწიფო ბიზნესმა კერძო ბიზნეს წაართვა ყველაზე დიდი სეგმენტი.

ამდენად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ,,როსნეფტი“ ყიდულობს მხოლოდ 49% და ეს არის მთავარი მესიჯი, რითაც მთავრობა ცდილობს დააწყნაროს მოსახლეობა, და ის, რომ 51% რჩება სხვა კომპანიის მფლობელობაში, მინდა გითხრათ, რომ როდესაც 49%-ს ყიდულობ და იხდი ძალიან დიდ თანხას, ეს არ არის სახელმწიფოს კომპანიისთვის დივერსიფიკაცია რაღაცა თავისი თანხების, ეს კეთდება იმისათვის, რომ როდესაც იქნება საჭიროება ამ ორ პროცენტს მფლობელობა ისე შეეცვლება, რომ ვერც თქვენ და ვერც მე ამას ვერ მივხვდებით ბოლო წუთამდე.

ამიტომაც, ეს არ არის ჩვეულებრივი ბიზნეს გარიგება. ამ გარიგებაში მონაწილეობს რუსეთის სახელმწიფო კომპანია, რომლის წინააღმდეგაც არის დაწესებული სანქციები, რომლის აქტივობა არის შეზღუდული დასავლეთის ქვეყნებში, ეს არის ის კომპანია, რომელიც კერძო კომპანიაზე განახორციელა რეიდერული თავდასხმა, ეს არის კომპანია, რომელსაც ხელმძრვანელობს პუტინის უახლოესი წრის წარმომადგენლები და გარიგებაში შედის სტრატეგიული სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით ობიექტთან - ფოთის პორტთან.

_რაც შეეხება ქართული ხელისუფლების განცხადებას, რომ მათ არ გააჩნიათ ბერკეტი იმისა, რომ წინ აღუდგნენ ამ გარიგებას, დეპუტატმა თინა ხიდაშელმა ისიც კი განაცხადეს, რომ ის არ არის ინფორმირებული ,,როსნეფტის“ საქმიანობასთან დაკავშირებით...

_უმრავლესობის წევრის ასეთი განცხადება კიდევ ერთხელ მოწმობს მათ კვალიფიკაციას და იმ სამწუხარო ფაქტს, რომ სწორედ ასეთი კვალიფიკაციის ადამიანები მართავენ დღეს სახელმწიფოს. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რა ბერკეტი გააჩნია ხელისუფლბას, მე მინდა შეგახსენოთ და მაგალითი მოგიყვანოთ, ამერიკაში სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ერთ-ერთმა არაბულმა კომპანიამ მოინდომა ასევე ნიუ-იორკის პორტების შეძენა. ბუშის ადმინისტრაციამ ჩაშალა ეს გარიგება. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში იდეოლოგია უმნიშვნელოვანესია. ბუშის ადმინისტრაციამ ჩაშალა ზუსტად იმის გამო, რომ იყო შეკითხვები ამერიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მე ასევე შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითი, როდესაც სამსუნგისა და ეფლის დავას ეხებოდა საქმე, როდესაც სახელმწიფოებრიობიდან გამომდინარე ობამას ადმინისტრაცია პირდაპირ ჩაერია ამ კონკრეტულ დავაში და ვერავინ დააბრალებს, რომ ამერიკა არ არის დემოკრატიული ქვეყანა. მესამე მაგალითი, საფრანგეთმა უარი თქვა ბიზნესხელშეკრულების განხორციელებაზე და მისტრალის გადაცემაზე რუსეთისთვის, რა ეს არ არის საკმარისი მაგალითი? ეს იყო განპირობებული სახელმწიფო ინტეერსებიდან გამომდინარე.

სულ 6 წელი გავიდა ომის აქტიური ფაზის შემდეგ. მე შეკითვა მაქვს ძალიან მარტივი როგორც ყოფილ თავდაცვის მინისტრს - როგორ უნდა უზრუნველყოს საქართველომ უსაფრთხოება, როდესაც სამხედრო ტვირთების უმრავლესობა შემოდის ზღვიდან. ყველაზე დიდი გადამზიადავი არის გემი. როგორ აპირებს მთავრობა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, როდესაც რუსეთის ხელში იქნება ფოთის პორტი, როდესაც პორტში შემოდიან სამხედრო ტვირთის მქონე გემები.

_თავად იაკობაშვილმა რატომ გადაწყვიტა, რომ ბიზნესი მიეყიდა რუსეთისთვის, დღევანდელი ხელისუფლება წინ ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს....

_ჩვენ უნდა გვსმოდეს ერთი რამ, ჩვენ იმ ოთახში არ ვიყავით როდესაც ეს საქმე წყდებოდა. ჩვენ ლეგიტიმური უფლება გვაქვს, დავსვათ შეკითხვა. თუ ხელისუფლება ამბობს, რომ მე არ ვიცოდი ამის თაობაზე, მაშინ მაპატიეთ კატსტროფა გვაქვს სრული... თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი აკეთებს განცხადებებს და მერე ირკვევა, რომ შეთანხმებული არ არის. ყველაზე მსხვილი გარიგება 2014 წლის იდება ისე, რომ ქვეყნის მთავრობამ ეს არ იცის.

_საუბარია იმაზეც, რომ ადგილი ჰქონდა კომპანიაზე ზეწოლას, თუ გავითვალისწინებთ იგივე თქვენს მიერ ნახსენებ ევტუშენკოვის საქმეს...

_მე შეგნებულად მოგიყვანეთ ევტუშენკოვის მაგალითი, როდესაც ,,როსნეფტმა“ ზეწოლა განახორციელა სისტემაზე, რომ წაერთვათ ,,ბაშნეფტი“. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება დღეს რუსეთში და არ ვიცით რა სახის ზეწოლები ხდება ,,როსნეფტის“ მხრიდან კონკრეტულ კომპანიებზე, რადგან ეს ხდება დახურულ კარს მიღმა. და რაც მთავარია, ეს არ უნდა განვიხილოთ ცალკე მდგომ საკითხად, ეს უნდა განიხილებოდეს ავარო-კახეთის გზასთან ერთად. ეს უნდა განიხილო იმ საუბრებიდან გამომდინარე, რასაც ახლა ცხინვალის დეფაქტო მთავრობა ახორციელებს, რომ 12 კილომეტრით უნდა გადვაწიოთ საზღვარი და ეს ნიშნავს იმას, რომ სადაც ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი გადის, ის მოექცეთ მათ კონტროლის ქვეშ. ეს უნდა განიხილო გიუმრის ბაზის გაძლიერებასთან ერთად, ეს უნდა განიხილო რუსული ავიაგადამზიდების შემოსვლასთან ერთად, როცა ისინი ჩენი საჰაერო სივრცის მთლიან მონოპოლიას იღებენ. ესეთი ნაბიჯები არის ძალიან ბევრი. ის, რომ საქართველომ აირჩია ნატოსა და ევროკავშირის გზა ეს არის ხალხის არჩევანი. 75%-მა რეფერემდუმზეც და კვლევებით მხარი დაუჭირა ნატოსა და ევროკავშირს, დარჩა 25 პროცენტი, რომელიც არის პრორუსულად განწყობილი. ჩვენ გვაქვს თაობების კონფლიქტი. ხდება დიქტატურა უმცირესობის უმრავლესობაზე. იმ 75 პროცენტმა, რომელმაც მხარი დაუჭირა ევროკავშირს და ანტოს, უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა - ნატოში მივდივარ იმიტომ, რომ ფოთის პორტი რუსეთის იქნება, იმიტომ, რომ საუბარია რკინიგზის გახსნაზე? თუ საუბარია იმაზე, რომ კონკრეტულად ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები არის მიწასთან გასწორებული?

_თუმცა აქვე ჩნდება კითხვაც მათ შორის თქვენი ხელისუფლების მისამართითაც, იგივე ენერგოსისტემასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე რუსეთზეა დამოკიდებული...

_აქ გეტყვით ძალიან მარტივ მომენტს. ფულს ეროვნება არ აქვს, მაგრამ უნდა შგახსენოთ, რომ ჩვენ შორის და ამ კომპანიას შორის ისე იყო დალაგებული ურთიერთობა და ისეთ ბერკეტებს ვფლობდით, რომ 2008 წლის ომის დროს შუქი თბილისში არ გამორთულა, ეს ხომ იყო სახელმწიფოს პოზიცია, რომელსაც ხელთ ჰქონდა იმის ბერკეტები, რომც მოენდომებინათ, ვერ გათშავდნენ შუქს.

შენ როგორც სახელმწიფოს, რომელსაც ისეთი ბერეკეტები გაქვს ხელში, რომ ამ გარიგებას რეეესტრში არ დაარეგისტრირებ. კომპანიას ადევს სანქციები იმიტომ, რომ არის პუტინის მფლობელობაში... აი, ეს კომპანია მოდის და ყიდულობს ფოთის პორტს. როგორ ყიდულობს - დაშინებით, შანტაჟით, ამას არ აქვს მნიშვნელობა. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო ჩაერიოს და შეაჩეროს ეს გარიგება, ამბობს, რომ მას არ აქვს ბერკეტები. აი, ესაა პრობლემაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42