საქართველო რუსეთის მონაწილეობით ენერგეტიკული ცენტრის აშენებას გეგმავს
პოლიტიკა - 15:24, 07 Jan, 2015     2767

ინტერნეტ-პორტალი sukhum-moscow.ru სუფსაში ენერგეტიკული ჰაბის აშენების შესახებ წერს, რომელშიც მონაწილეობას რუსეთიც მიიღებს, აღნიშნულ სტატიას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„აფხაზეთიდან 50 კილომეტრის დაშორებით, საქართველო ენერგეტიკული ცენტრის აშენებას გეგმავს, რომელიც სამრეწველო „მეგობრობის ხიდი“ იქნება სამხრეთ კავკასიის, რუსეთისა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის.

შავი ზღვის სანაპიროზე, სოფელ სუფსაში, ფოთთან ახლოს მსხვილი ენეგეტიკული ცენტრის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ განცხადება პროექტის ერთ-ერთმა დეველოპერმა გიორგი ჭანტურიამ გააკეთა, რომელსაც ნავთობის სფეროში დიდი ბექ-გრაუნდი აქვს. 1995 წლიდან 2004 წლამდე საქართველოში ნავთობის საერთაშორისო კომპანიის პრეზიდენტი იყო. 2004 -იდან 2010 წლამდე კი აზერბაიჯანის სახელწიფო ნავთობკომპანიის (socar) პრეზიდენტის მრჩეველი.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ პროექტის გასახორციელებლად ინვესტორების მოზიდვა რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნებიდან ხდება. პროექტის საერთო ღირებულება 17 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დასაწყისისთვის სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმება, სადაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში ბაქოდან მილსადენების ჩაშვება მოხდა. ამის საფუძველზე უნდა აშენდეს მსხვილი ნავთობქიმიური კომპლექსი. გიორგი ჭანტურიას თქმით, პროექტი ჯერ კიდევ 90-იან წლებში შემუშავდა ამერიკული კომპანიების დახმარებით, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ განხორციელდა.

„დადგა დრო, საქართველომ თავად აღადგინოს პროექტი, მითუმეტეს როცა ამისთვის ყველაფერი მზადაა. ჩვენ გავხდებით „ენერგეტიკული კერა“, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონების ენერგეტიკული ცენტრი.“ - განაცხადა ჭანტურიამ.

ძალიან მნიშვნელოვანია იმის დადგენა, ჭანტურია მხოლოდ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს, თუ ოფიციალური თბილისი ნამდვილად აპირებს მსგავსი მეგა-პროექტის განხორციელებას. რადგან, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, მკაცრად განსაზღვრული პოლიტიკა ტარდებოდა ენერგეტიკულ სფეროში რუსეთის მინიმალური თანამონაწილეობის კუთხით.

ჭანტურიას რწმენით, იმისათვის რომ პროექტი განხორციელდეს „ სრულად და ურთიერთსასარგებლოდ“ , აუცილებელია რუსეთის ენერგეტიკული კომპანიების პოტენციალის გამოყენება. „მეორე მხრივ, ჩვენ რულად დავაკმაყოფილებთ ევროპის ენერგეტიკული სტრუქტურების მოთხოვნებს, რომელიც 2022 წლისთვის არის განსაზღვრული“- დასძინა მან. მისი თქმით ამ სფეროში კონფლიქტს თანამშრომლობა სჯობს, რადგან სწორედ კონფლიქტმა დაღუპა ნაბუქოს პროექტი. მილსადენები, რომლებიც ნოვორასიიდან სუფსამდე აფხაზეთის გავლით გაივლის, დამაკავშირებელი დერეფანი იქნება რუსული ნავთობკომპანიების, ბაქო-თბილისი- ჯეიჰანი.

შესაძლოა, მშენებლობა სექტემბერში დაიწყოს. ამ შემთხვევაშ პირველი ქარხანა ორი წლის შემდეგ უკვე ფუნქციონირებას შეძლებს. პროექტის ინიციატორად ქართულ -ამერიკული კომპანია Inter Energy Group გამოდის.

რა ხდება ამ შემთხვევაში? პროექტი ამრიკული კომპანიების მიერ არის ინიცირებული, რომლებიც თანამონაწილეობას რუსეთს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანსაც სთავაზობენ და არსებობს გაზსადენების გაყვანის პერსპექტივა აფხაზეთის გავლით. პროექტის ავტორებს აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური კრედო აქვთ : „ ყველას გაერთიანება“.

ახლა მნიშვნელოვანი იმის გაგებაა, რუსული კომპანიების პოტენციალის გამოყენება ოფიციალური თბილისის ახალი სტრატეგიაა, თუ საქართველოს მთავრობა მზად არის უბრალოდ „მწვანე შუქი“ აანთოს კონკრეტულად ერთი პროექტის განსახორციელებლად, მხოლოდ იმიტომ რომ ეს მანს ძალიან ძვირი უჯდება და მილიარდიანი ინვესტიციების გარეშე მის განხორციელებას ვერ შეძლებს.“- წერია სტატიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42