აბორტი არასასურველი მოვლენაა, საჭიროა მოსახლეობის მეტი განათლება - წერეთელი
პოლიტიკა - 14:27, 07 Jan, 2015     1591

„აბორტი არასასიამოვნო მოვლენაა და მისი თავიდან აცილებისთვის მოსახლეობის მეტი განათლებაა საჭირო“.- ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი აბორტის თემას, რომელსაც ილია მეორე 2015 წლის საშობაო ეპისტოლეში შეეხო. მისივე შეფასებით, აბორტის რიცხვის შესამცირებლად საქართველოში პრევენციის მეთოდები უნდა დაინერგოს.

"ყველასათვის ცნობილია, როგორ მიიჩნევს ეკლესია აბორტს. მიგვაჩნია, რომ აბორტი არის არასასურველი მოვლენა. ამისათვის საჭიროა ჩვენი მოსახლეობის მეტი განათლება. საჭიროა სწორედ ოჯახის დაგეგმვა და ამ მხრივ იყოს პროგრამები, მეტი ინფორმაცია და, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, რომ ადამიანები არ მიდიოდნენ ასეთ გადაწყვეტილებამდე და საფრთხეში არ იგდებდნენ თავს დედებიც, რადგანაც ძალიან ბევრი გართულება აქვს აბორტს. ამიტომ, დღეს თანამედროვე მსოფლიო იცნობს პრევენციის ბევრ მეთოდს და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ეს მეთოდები კიდევ უფრო აქტიურად უნდა იყოს დანერგილი, იმისათვის, რომ შემცირდეს აბორტების რიცხვი", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

აბორტის თემას ილია მეორე 2015 წლის საშობაო ეპისტოლეში შეეხო და მას ძალადობის ყველაზე საზარელი ფორმა უწოდა.

"დედა, რომელმაც შვილის მკვლელობის ეს დანაშაული ჩაიდინა და ექიმებიც, არ შეიძლება არ გრძნობდნენ სინდისის ქენჯნას; არ შეიძლება არ გრძნობდნენ დაღვრილი უმანკო სისხლის ძახილს. ამ დანაშაულის გამოსყიდვა მხოლოდ გულმხურვალე სინანულითა და ქველი საქმეებით შეიძლება და კიდევ იმით, რომ ეს ადამიანები გახდნენ ერთგვარი მქადაგებელნი და დაარწმუნონ თავისი ახლობლები და ნაცნობები, რომ მათ მაინც მსგავსი რამ არ ჩაიდინონ და ამით სხვა ჩვილების სიცოცხლე გადაარჩინონ", - ნათქვამია საშობაო ეპისტოლეში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42