პრემიერი რიგაში კონფერენციაზე - „ევროპის განვითარების წელი“ სიტყვით გამოვა
პოლიტიკა - 13:03, 07 Jan, 2015     1477

"ევროპის განვითარების წელი" – ასე ჰქვია საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც 9 იანვარს რიგაში ოფიციალურად გაიხსნება.

კონფერენციაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე სხვა საერთაშორისო, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენელები დაესწრებიან, სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ღონისძიებას ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი გახსნიან.

კონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ იმ თანამშრომლობაზე, რომელიც აუცილებელია მსოფლიოს განვითარების გზაზე და განიხილავენ ზომებს, რომლებიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ,,ევროპის განვითარების წლის“ ფარგლებში უნდა მიიღონ.

1983 წლიდან, ევროკავშირის ინიციატივით, ყოველი წელი კონკრეტული სფეროს განვითარებას ეძღვნება. 2015 წელი არის ევროპის განვითარების წელი, რომლის განმავლობაში ევროკავშირი ორიენტირებული იქნება საერთაშორისო განვითარების პოლიტიკაზე. კონფერენციას ლატვია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოს სტატუსით მასპინძლობს.

საქართველოს მთავრობის მეთაური საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას ლატვიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიიღებს. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერჟინსთან, ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსთან.

ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა სამუშაო ლანჩზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე შედიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42