,,ისინი, ვინც ლგბტ პირებს 17 მაისს დაერივნენ, ევროპაში იმავე სტატუსით სარგებლობენ“
სოც.მედია - 21:34, 06 Jan, 2015     4816
სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი ქათამაძე, რომელიც გასულ წელს ევროპის ახალგაზრდულ ორგანიზაციებში ახალგაზრდული ეგიდით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, ,,ფეისბუქის“ გვერდზე სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს. მისი გადმოცემით, ევროპაში ჩასული ქართველი მამაკაცები სექსუალური ორიენტაციის გამო დევნილის სტატუსით სარგებლობენ. ქათამაძის თქმით, მათ შორის არიან ის მამაკაცები, რომლებიც 17 მაისს თბილისში ლგბტ პირების წინააღმდეგ აქციაზე ამ სტატუსის მქონე ადამიანებს მოსაკლავად დასდევდა.

,,მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს გახლდით სხვადასხვა ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციაში ახალგაზრდული ეგიდით სამუშაო ვიზიტით. ახლა ვწერ ისეთ რამეს, რაც აქამდე საჯაროდ არასდროს გამიჟღერებია.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მყოფი ქართველი მამაკაცების სოლიდური ნაწილი იქ იმყოფება სექსუალური ორიენტაციის გამო დევნილის ოფიციალური სტატუსით. ამის მოწმე პირადად გახლავართ, როცა რამდენიმე მათგანის დევნილის მოწმობა ვნახე, სადაც აღნიშნულია დევნილობის მიზეზი - განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია. ეს კიდევ არაფერი... რაღაც ნაწილში მესმის კიდევაც მათი, რადგან საქართველოში ოჯახები ჰყავთ სარჩენი და გამოსაკვები, მაგრამ აღნიშნულებს შორის, რომლებიც გეებად ასაღებენ თავებს, გახლავთ ისეთი მამაკაცები, რომლებიც 2013 წლის 17 მაისს, თბილისში რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ ლგბტ თემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. ახლა კი იმავე სტატუსით, რომლის რეალურად მატარებელ ადამიანებს ლამის მოსაკლავად დაედევნენ, თავად სარგებლობენ ევროპაში.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს...“, - წერს გიორგი ქათამაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42