უმრავლესობის წევრს, თინა ხიდაშელს არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, არღვევს თუ არა „როსნეფტი“ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს.
აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტების კითხვას დეპუტატმა ასე უპასუხა: „მხოლოდ თქვენი სიტყვა ვერ იქნება ჩემთვის სამტკიცი, რომ ეს ნამდვილად ასეა. წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ეს კომპანია და რას აკეთებს. ეს მათ უნდა ჰკითხოთ, ვისაც ინფორმაცია აქვს".
დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ თუ კომპანიის აფხაზეთში საქმიანობა დადასტურდა, ეს კანონის დარღვევა იქნება. მისი თქმით, ეს არის პროცესი, რომელსაც ხელისუფლება ვერ გააკონტროლებს.
„ამ პროცესს ხელისუფლება ასე მარტივად ვერ გააკონტროლებს, მით უმეტეს, რომ რუსული ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში დიდი ხნის წინ დაწყებული თემაა“ , - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






