გზებზე შექმნილი ვითარების დარეგულირებაში ყველა შესაბამისი სამინისტრო ჩაერთო
პოლიტიკა - 19:18, 06 Jan, 2015     1836

მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით გამოწვეული ვითარების დარეგულირებაში ყველა შესაბამისი სამინისტრო ჩაერთო. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სრულად არიან მობილიზებული დიდთოვლობის გამო გზებზე შექმნილი შეფერხებების აღმოსაფრხვრელად.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ვითარების დარეგულირებაში ჩართულია ყველა შესაბამისი სამინისტრო, უწყება, მობილიზებულია ტექნიკა. გზების გაწმენდა დაიწყება მაშინვე, როგორც კი ზვავსაშიშროების პრობლემა მოიხსნება. დღეს ზვავი ჩამოწვა ნაღვარევსა და მლეთაში, სადაც თოვლის საფარმა 1.7 მეტრს მიაღწია. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. გზის გასაწმენდად ყველა სოფელშია მობილიზებული შესაბამისი სამსახურები და მუნიციპალური ტექნიკა. ამ დროისთვის იწმინდება უკანა ფშავთან დამაკავშირებელი გზა, გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმიდნარეობს გუდამაყარში, დღის ბოლომდე გაიწმინდება სოფელ ჩოხამდე მისასვლელი გზა.

ამ ეტაპზე სრულადაა გაწმენდილი ჟინვალი-ბარისახოს დამაკავშირებელი 25-კმ-იანი გზის მონაკვეთი და ფშავის შიდა სასოფლო გზები, სადაც მობილიზებულია შესაბამისი მუნიციპალური ტექნიკა.

თოვლის საფარი 2 მეტრს გაუტოლდა გუდაურში. ადგილზე იმყოფება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ლითანიშვილი. გუდაურში გაემგზავრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი კობერიძე. ზვავსაშიშროების მიუხედავად, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გუდაურში საკვებ პროდუქტებს სპეცტექნიკის გამოყენებით შეიტანენ. ამ დროისთვის, დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო, მოძრაობა შეზღუდულია ნინოწმინდის მუნიცილაპიტეტში. სტიქიის ზონაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე იმყოფებიან. გარემოს ეროვნულ სააგენტოს ცნობით, ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა), რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ინტენსიური თოვის გამო, შეზღუდვები საავტომობილო გზების სხვა მონაკვეთებზეც დაწესდა. კერძოდ: ახალციხე-ნინონწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე. შეზღუდვა, ასევე, მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი, დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების განოყენებით.

ყველა ამ მონაკვეთზე მობილიზებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდა ინტენსიური თოვის შეწყვეტისა და ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყება", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42