მინდია ჯანელიძე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 19:09, 06 Jan, 2015     1395

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მოადგილეებთან, გოჩა რატიანთან და ლევან ღირსიაშვილთან ერთად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს თავდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. საუბარი თავდაცვის სისტემის გამჭვირვალობის მნიშვნელობასაც შეეხო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმასაზოგადოებასთან ინტერაქციის გააქტიურებისა და ერთობლივი საქმიანი ღონისძიებების დაგეგმვის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის საკითხი, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები და არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებების განხორციელების გეგმები განიხილეს. მინდია ჯანელიძემ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტის შემუშავების საკითხს დაეთმო. მინისტრმა აღნიშნა, რომ „თავდაცვის ეროვნული სტრატეგია“ თავდაცვის პოლიტიკის ძირითადი სახელმძღვანელო იქნება და უწყებას მოქმედების გრძელვადიანი დაგეგმვის საშუალებას მისცემს.
მინისტრმა ინფორმაცია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კონკრეტული პროექტების შესახებაც მიაწოდა. მინდია ჯანელიძემ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ახალი კადეტთა სამხედრო ლიცეუმი შეიქმნება.
მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების რეკომენდაციები მოისმინეს და ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს გამჭვირვალობა წარმოადგენს. ამ მიზნით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მათთან რეგულარულად სამუშაო შეხვედრებს მართავს.

სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობა ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვას და რეფორმების წარმატებით განხორციელებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42