მიხეილ სააკაშვილის მთავრობის საპარლამენტო მდივანი და საბურთალოს რაიონის ყოფილი გამგებელი, გიორგი ხუროშვილი სოციალურ გვერდზე "სანეპიდსადგურის" აღდგენის შესახებ სატირულ-იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს.
ხუროშვილი ირიბად მიანიშნებს ადრე არსებული სამსახურების აღდგენის მანკიერებაზე. მისი თქმით ყოველივე ეს საქართველოს ერთი ნაბიჯით უკან, სსრკ-სკენ აბრუნებს.
"ჩემი ბავშვობიდან, დეიდა ლუდა მახსოვს, "თაგვების ექიმს" ვეძახდით და იმის მიუხედავად უმაგრესს ხაჭაპურებს აკეთებდა არ ვჭამდი, მეგონა მოვიწამლებოდი.
წითელი ბევრი დაკუჭული " თუმნიანი" ჰქონდა, ჯიბეში რომ უდებდნენ "შემოწმებისას" და მეც მჩუქნიდა ხოლმე.
მოკლედ სააკაშვილი მოვიდა, გააუქმა "წითელი თუმნიანი" დეიდა ლუდას სამსახური და ერთგვარი უხერხულობაც კი მქონდა, მადლიერების ნიშნად დაბადების დღეზე 100 ლარსვჩუქნიდი ხოლმე.
ბევრი, რომ არ გავაგრძელო, დეიდა ლუდამ 1 თვის წინ სამსახური დაიწყო "სანეპიდსადგურში" და აღდგა " წითელი თუმნიანები" - რესტორნებს ამოწმებს!:))
P.S. - რა თქმა უნდა "ლუდა"ს სამსახური ადამიანურად მიხარია, მაგრამ მისი კვალიფიკაციისარ მჯერა, არც მისი შემოწმებულის!...
მაგრამ მაინც ვულოცავ მას, ჩვენ კი კვლავ 1 ნაბიჯით უკან სსრკ- სკენ!!!"
მასალის გამოყენების პირობები






