"RMG Gold"- ს ლიცენზია 2020 წლამდე გაუგრძელდა
პოლიტიკა - 18:36, 06 Jan, 2015     1815

კომპანია "RMG Gold"- ს ლიცენზია 2020 წლამდე გაუგრძელდა. ამის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გვრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

" გასული წლის 29 დეკემბერს, შპს "RMG Gold"-მა წიაღით სარგებლობის ლიცენზიის (სერია 53, ნომერი 0010 ტიპი VI ABC) ვადის გარგძელების თაობაზე მომართა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს. წერილში კომპანია აღნიშნავდა, რომ სალიცენზიო ფართობის ერთ-ერთ ობიექტზე მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ განახორციელა ლიცენზირებული ტერიტორიის, ე.წ. „საყდრისი-ყაჩაღიანის" საბადოს დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოები და ითხოვა მასზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება მხოლოდ იმ ტერიტორიის კოორდინატების ფარგლებში, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 დეკემბრის N 2/271 ბრძანებისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 დეკემბრის N 03/266 ბრძანების მიხედვით მოეხსნა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი და შპს "RMG Gold"-ის, მიერ განხორციელდა არქეოლოგიური ობიექტის აღება.

შპს "RMG Gold"-მა, წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, წარმოადგინა კანონმდებლობით გათვალიწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, გამომდინარე იქიდან, რომ ერთის მხრივ, ზემოაღნიშნულ ტერიტორიას უკვე მოხსნილი აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო არქეოლოგიური ობიექტი აღებულია (დაშლილია), ხოლო მეორეს მხრივ, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, („ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და "სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების 61 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე) მიმართა საქართველოს მთავრობას შპს "RMG Gold"-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიას წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა ზემოაღნიშნულ კოორდინატებში 5 წლით გაუგრძელდა,"-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42