ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი დიდთოვლობის გამო გუდაურში შექმნილ რთულ ვითარებაზე წერს.
„ბატონო ხელისუფლება, გუდაურში ხალხია ჩარჩენილი. გზები არ იწმინდება. არა და უფრო მეტს დადებს. ძალიან თოვს. იქნებ მიგეხედათ რეგიონისთვის:) ადგილზე მხოლოდ ჟურნალისტები მუშაობენ“, - წერს ჟორჟოლიანი „ფეისბუქზე“.
მისი ინფორმაციით, რთული ვითარებაა ყაზბეგშიც.
„ხალხი დახმარებას ყაზბეგიდანაც ითხოვს. სურათები მომაწოდეს დასტურად, რომ პატრონი იქაც არ ჰყავთ... მერე რა რომ ხალხია ჩარჩენილი, სუპერმარკეტებში პროდუქტები აღარაა, ტურისტები აეროპორტამდე მიდიან კი არა სახლებიდან ვერ გამოდიან, ვიღაც ბავშვი ექიმამდე ვერ ჩაჰყავთ, სტუდენტები, რომლებსაც ფული აღარ ააქვთ სახლებში ვერ ბრუნდებიან, მერე რა რომ ხელისუფლებამ, რომელმაც მილიონები ხელოვნურ თოვლში გადაიხადა, ერთი ტრაქტორი ვერ ამოქოქა გზა რომ გაეწმინდა. მერე რა ეს ყველაფერი. მე თუ ჩასაფრებული არ ვარ ხომ შეიძლება მეორე მხრიდან შევხედო ამ ყველაფერს. შეხედეთ რა ლამაზია“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქზე“.



მასალის გამოყენების პირობები






