2014 წლის ბოლოს, პოლიტიკაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილი ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულის, შესახებ, კომენტარი დღეს დეპუტატმა გია ვოლსკიმაც გააკეთა.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის თქმით ბიძინა ივანიშვილი აპირებს გააგრძელოს მუშაობა "საზოგადოება 2030"-ში და პოლიტიკაში დაბრუნებას კი არ აპირებს.
ჟურნალისტებთან დღევანდელ პრესკომფერენციაზე დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ ამბიციური გეგმები, რომელიც "საზოგადოება 2030" აქვს არ საჭიროებს ბიძინა ივანიშვილისთვის დამატებითი პოლიტიკური ფუნქციის მინიჭებას.
"თემები, რაზეც საზოგადოებრივი ორგანიზაცია 2030 მუშაობს, საქართველოს განვითარებისთვის საკმაოდ ყურადსაღები და თვალსაჩინოა. ის სექტორი, რაშიც ბიძინა ივანიშვილი აპირებს საქმიანობას, საკმაოდ მნიშვნელოვანია და დამატებით პოლიტიკური ფუნქციის შეძენის არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს. არსებობს საკმაოდ ამბიციური გეგმა, საკმაოდ გამჭვირვალე, მედიისთვის კარგად ნაცნობ თემებზე, რომელიც არ საჭიროებს დამატებითი პოლიტიკური ფუნქციის შეძენას ბიძინა ივანიშვილისთვის", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






