პოლიტიკური გაერთიანების „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი საქართველოში ბენზინის მაღალ ფასს აპროტესტებს, და საწვავის სიძვირის საეჭვო მიზეზებზე საუბრობს.
როგორც ხარატიშვილი განმარტავს, საქართველოში ადგილი აქვს ნავთობ-იმპორტიორების კარტელურ შეთანხმებას, საიდანაც ყველაზე მაღალი სარგებელი სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალას, ხმარდება.
„ნავთობზე ფასების დაცემა დადებითად მოქმედებს აშშ-ის ეკონომიკაზე, – ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნავთობის გაიაფების შედეგად აშშ-ში გალონი(3,785 ლიტრი) ბენზინის ღირებულება 2 დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა.“
ანუ აშშ-ში 1ლ ბენზინი ღირს 99 თეთრზე ნაკლები ($2.00/3.785*1.878=0.99ლ).
შეკითხვა საქართველოს მთავრობასა და ენერგომატარებლების ქართველ იმპორტიორებს:
1. რატომ ღირს საქართველოში ბენზინი ორჯერ უფრო ძვირი ვიდრე აშშ-ში?
2. რატომ მოიმატა ამ ტენდენციების ფონზე ბოლო თვეებში ბუნებრივი აირის ფასი გაზმა გაზგასამართ სადგურებზე 1.05ლ-დან 1.15-მდე?
პასუხის ჩემი ვერსიაა, რომ ადგილი აქვს იმპორტიორების კარტელურ შეთანხმებას, რომლისგან მიღებულ სარგებელში ლომის წილი ეკუთვნის სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალას. აღნიშნული ფინანსური რესურსი მიიმართება სახელისუფლებო „ობშიაკში“, რომელიც ხმარდება ხელისუფლების შენარჩუნებისათვის საჭირო „შავ ხარჯებს“ და ძირითადად დაიხარჯება არჩევნებზე.
PS მზად ვარ საჯაროდ მოვიხადო ბოდიში თუ ვინმე ავტოგასამართ სადგურებში დღეს არსებული საცალო ფასების დასაბუთებულ თვითღირებულებას წარმომიდგენს!“, -წერს ხარატიშვილი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






