ლიტველების საინიციატივო ჯგუფმა სოციალურ ქსელში „კრემლის პროპაგანდის“ წინააღმდეგ აქცია წამოიწყო "Neperkam Kremliaus propagandos"- "არ ვყიდულობთ კრემლის პროპაგანდას".
აქციის მონაწილეები მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის რუსულ არხებზე რეკლამირებისგან უარის თქმისკენ მოუწოდებენ. საინიციატივო ჯგუფის აზრით რუსულ არხებზე რეკლამირებით მეწარმეები კრემლის პროპაგანდის ნაწილნი ხდებიან.
პროდუქცია, რომელთა რეკლამაც რუსულ არხებზე გადის, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სპეციალური ნიშნებით აღნიშნეს, მათ შორის მოხვდა ქართული მინერალური წყალი "ბორჯომი".
"ჩვენ გვინდა ხალხს ვუთხრათ, რომ ეს პროდუქცია კრემლის აგრესიულ პროპაგანდას უჭერს მხარს. იმედი გვაქვს, რომ ამ ქმედებით მეწარმეებს გავაგებინეთ, რომ პატიოსანი ლიტველი მოქალაქეებისთვის რუსული პროპაგანდის მხარდაჭერა უსარგებლოა და ისინი რუსულ არხებზე პროდუქციის რეკლამირებაზე უარს იტყვიან"- აცხადებენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.
მასალის გამოყენების პირობები






