საზოგადოებამ ეს სხვადასხვაგვარად მიიღო, გრკვეულმა ნაწილმა ნინია კაკაბაძე საქართველოს პატრიარქისა და ეკლესიის მიმართ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.
თავად ნინია კაკაბაძემ საზოგადოების ასეთ აღშფოთებას მორიგი პოსტით უპსახა:
,,მოკლედ, ნამეტანი უხერხულ მდგომარეობაში ვარ გულწრფელად რომ გითხრათ. ერთ უვნებელ (ან გაგეღიმებოდა ან არა, ძაან სასაცილოც არ იყო) პოსტს იმხელა ამბავი მოყვა. რამე მაინც დამეწერა, სიტყვით გამოვსულიყავი, რამე გამეკეთებინა… ერთი წინადადება ავკრიფე ტელეფონიდან და ერთისთვის ჯოჯოხეთის მაშხალა გამოვედი და მეორესთვის გმირი. გმირობა ნამდვილად არ დამიმსახურებია და მაშხალა კი ვარ გარკვეულწილად. მოკლედ ბოდიში, რომ ამდენი ყურადღება წაგართვით, თორემ ვინც ეს პოსტი "რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფად" მიიღო, იმას ვერაფრით დავეხმარები“ - წერს ჟურნალისტი.
მასალის გამოყენების პირობები






