სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მრებრისვილმა "იმედის" ეთერში პენიტენციალურ სისტემაში არსებულ პრობლემებსა და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მღებრიშვილის თქმით საქართველოს საპატიმროებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უსაქმურობაა, რადგან პატიმარს არ შეუძლია მოახდინოს საკითარი თავის რეალიზება პატიმრობის პირობებში.
„მე პირადად შევხვდი პატიმრებს და ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან პატიმრების მთავარი საზრუნავი როგორმე დაღამებამდე დროის გაყვანაა, რომ შემდეგ დაიძინონ. მათ არ ეძლევათ საშუალება იმისა, რომ იშრომონ და მოახდინონ თავისი თავის რეალიზება, დაწესებულებებში ჩვენ გვინდა შევქმნათ პატარა საწარმოები, რაც პატიმარს საშუალებას მისცემს გაუჩნდეს შემოსავლის წყარო და იყოს დასაქმებული, რადგან ციხეებში ერთერთი მთავარი პრობლემა უსაქმურობაა“,-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






