,,ყველას ვისაც როდესმე AGG-ში უმუშავია.
ჩემო საყვარელო კოლეგებო. ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ყოვლად უგუნურმა, უზნეომ, კორუმპირებულმა და ზნედაცემულმა ჩინოვნიკება, გააკოტრეს საქართველოს ერთერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანია და 700 მდე თანამშრომელი 31 დეკემბერს დატოვეს უმუშევარი. რა თქმა უნდა მათ თავიანთი მიეზღვათ და დღეს ისინი აღარ იკავებენ თავიანთ თანამდებობებს და ძალიან მალე კანონის სრული სიმკაცრით მოუწევთ პასუხის გაცემა ყველა თავიანთ დანაშაულებებზე.
მე ყველას მათ, ვინც მენეჯმენტი დაადანაშაულა მინდა ვუთხრა, რომ, ძალიან მიყვარხართ და ყველაფერი კარგად იქნება, ყველას მათ ვინც დროით სარგებლობა გადაწყვიტა და თავის გამორჩენაზე იზრუნა, მინდა ვუთხრა, რომ უფალი დიდია და ყველას შეგინდობთ, ყველას ვინც ბოლომდე და დღესაც გვერდში გვიდგას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ დავბრუნდებით გამარჯვებით. ამა თუ იმ ფორმით.
მე შეგნებულად თავი ავარიდე რამოდენიმეჯერ ჩვენს შეკრებაში მონაწილეობას, იმიტომ კი არა, რომ რამის მრცხვენია, იმიტომ რომ ვინმე არ მემხილებინა და უხერხული სიტუაცია არ შემექმნა. დღესაც ბევრი აფარებული ერთგულების ნიღაბს ირგებს არქიმედეს თანამშრომლის სტატუსს. არქიმედეს თანამშრომელი თავის თავში, უკვე მოიცავს, პატიოსნებას, პროფესიონალიზმს და თავდადებას.
კიდევ ერთხელ ყველს მინდა მოგილოცოთ ახალი 2015 წელი, გისურვოთ ჯანმრთელობა, სიყვარული და ერთგულება. ჩვენ მუდამ ერთად ვიქნებით“, - წერს ნიკა რამიშვილი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






