პრეზიდენტმა ცესკო-ს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს ექვსი კანდიდატურა წარუდგინა
პოლიტიკა - 16:17, 31 Dec, 2014     1945

საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს კონკურსის შედეგად შერჩეული ექვსი კანდიდატურა წარუდგინა.

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-12 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის გიზო მჭედლიძის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მან გიორგი ჯავახიშვილისა და ლევან ტურაშვილის კანდიდატურები წარადგინა; ცესკო-ს წევრის თამაზ შარმანაშვილის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით დავით ღონღაძისა და ზურაბ ხრიკაძის კანდიდატურები შესთავაზა; ხოლო ცესკო-ს წევრის კონსტანტინე კირვალიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ჭიქაბერიძისა და ნათია ჯიქიას კანდიდატურები დაასახელა.

საქართველოს პრეზიდენტის N 08/12/03 განკარულების თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად ღია კონკურსი 2014 წლის 8 დეკემბრიდან გამოცხადდა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებით კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა ყოფილიყო საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე, რომლიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და არანაკლებ 3 წლის შრომით გამოცდილებასთან ერთად, ექნებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 37 გნაცხადი შემოვიდა, რომელთაგან საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა. მათგან გიორგი მარგველაშვილმა ექვსი კანდიდატურა შეარჩია.

შესაბამისი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42