შსს–ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
„დღეს 30 დეკემბერია და როგორ შემეძლო, არ დამეწერა. ამ დღეს ბოლო 5-6 წელი მივდიოდით ხოლმე კურდღელზე სანადიროდ, აზერბაიჯანის საზღვარზე, ივრის ხეობაში. დიდი მონადირე არც ერთი არ ვიყავით, და ამიტომ, ნაყიდი ხორცი მიგვქონდა, მაგრამ, მთავარი ის იყო, რომ ვანო იყო შეფ-მზარეული და პირადად ამზადებდა კერძს (კურდღელი ღვინის სოუსში) და პირადად ემსახურებოდა იმ რაიონში პოსტზე მყოფ ყველა მესაზღვრეს. თავიდან მესაზღვრეებს ძალიან ეხამუშებოდათ, მაგრამ ბოლოს შეეჩვივნენ, და მარილის ან მწვანილის ნაკლებობას (მუდმივი პრობლემა) თავგამოდებით აპროტესტებდნენ. ბიჭებო, ყველას გილოცავთ ახალ წელს და პირველ რიგში ვანოს ვულოცავ. ის არ იმსახურებს ამ დღეს ციხეში ყოფნას“, - წერს უტიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






