,,2015 წელის შემოსვლას ოჯახის წევრებთან და თიანეთის ამომრჩეველთან ერთად შევხვდები. ყოველ ახალ წელს ჩვენ გვაქვს საზეიმო ღონისძიებების ნუსხა, რომელსაც თიანეთში ვატარებთ. 12:00 ვიქნები თიანეთის ამომრჩეველთან და უკვე 12:00 საათზე, ახალ წელს ოჯახში შევხვდები“, - ამბობს ქუცნაშვილი
2014 წლის მოვლენა
,,წლის მოვლენა იყო თვითმმართველობის არჩევნები და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება. ავირჩიეთ გამგებლები და მერები. ეს არის მეოთხე თანამდებობა, რომელიც არჩევითია. 23 წელი დაგვჭირდა, რომ მეოთხე არჩევითი თანამდებობა შემოგვეღო. თვითმმართველობის არჩევნების კვალობაზე ევროპასთან ასოცირების რატიფიცირება ეს არის შანსი ქართველებისთვის, რომ ვიყოთ ერთადერთი ევროპა კავკასიაში“
2014 წლის პერსონა
,,ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვინც თავი დაგვამახსოვრა. გამოვყოფდი სამს, ხელოვნების სფეროში ნუცა ბუზალაძეს, პატარა გოგოს, რომელმაც მთელი ევროპა მოხიბლა ქართული სიმღების ნიჭიერებით. მედიცინის სფეროში გამოვყოფდი პროფესორ გოგი გოგიას, რომელმაც უნიკალური ოპერაცია ჩაატარა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და ასევე, სერიოზული წარმატება გვქონდა საინჟინრო სფეროში. რამდენიმე მინერალის აღმოჩენა მოხდა საქართველოში, რომელიც აქამდე არ იყო აღმოჩენილი. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მე ვერც ერთ ვერ გამოვყოფდი“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი და მამის საპატიმროდან გამოსვლას ცხოვრების საუკეთესო საჩუქარად მიიჩნევს.
,,საუკეთესო საჩუქარი რაც ოდესმე მიმიღია საახალწლოდ ეს იყო მამაჩემის პატიმრობიდან გათავისუფლება. 2012 წლის ბოლოს ის გამოვიდა ციხიდან. 2013 წელს ჩვენ ისე მთლიანი ოჯახი შევხვდით“.
მასალის გამოყენების პირობები






