ნიკა მელიას საუკეთესო 2014, წლის პერსონა ალექსანდრე და დავით ბაქარაძე
პოლიტიკა - 11:30, 31 Dec, 2014     2355
როგორ ხვდება ახალ 2015 წელს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, ვინ არის მისი წლის პერსონა და რა იყო 2014 წლის ყველაზე დიდი საჩუქარი - ამის შესახებ ის ,,ნიუპოსტს“ ესაუბრა.

,,ახალ წელს უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ვხვდებოდი ოჯახში, მშობლებთან და დასთან ერთად. მანამდე ეს ბედნიერიება არ მქონდა, რადგან 7 წლის განმავლობაში, საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში მათგან შორს მიწევდა ახალი წლის შეხვედრა. წელს, 35 წლის განმავლობაში, არაჩვეულებრივი ახალი წელი მექნება. ოჯახში უკვე მატებაა და დამდეგს არა მხოლოდ მშობლებთან და დასთან ერთად, არამედ პატარა ალექსანდრესთან შევხვდები. ის არის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც კი მიმიღია რომელიმე ახალ წელს. წელს ეს იქნება განსხვავებული, თუმცა მანამდე ყოველთვის ტრადიციული ახალი წელი მქონდა. სახლში ვხვდებოდი მომავალი წლის მოსვლას და შემდეგ გავდიოდი მეგობრებთან და ნათესავებთან. წელს პირიქით იქნება. ნაკლებად მაქვს სურვილი, რომ ბავშვს მოვწყდე. სურვილი მაქვს, რომ ყველა მოვიდეს ჩემთან. მოკლედ, ძალიან აღმატებული, ემოციებით და პოზიტიური განწყობით ვხვდები 2015 წელს. ეს წელი იყო საუკეთესო ჩემს ცხოვრებაში“ - ამბობს ნიკა მელია.

2014 წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა

,,2014 წელს ყველაზე პოზიტიური იყო პოსტსაბჭოთა სივრციდან დაღწევის უზრუნველსაყიფად ერთი დამატებითი ნაბიჯი - ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. ერთი ნაბიჯი გადავდგით კიდევ ევროპისკენ.

რაც შეეხება ნეგატიურ მოვლენას, ზოგადად ძალიან ემოციური წელი იყო და პოლიტიკური ვნებათაღელვა სჭარბობდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ახალ 2015 წელს ვისურვებდი, რომ ვნებათა-ღელვა დაცხრეს და იყოს სიმშვიდე“, - აცხადებს პოლიტიკოსი.

2014 წლის პესრონა

,,ჩემთვის პირადად, არის პატარა ალექსანდრე. ბავშვის მოვლენამ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამე შეცვალა, მეც შემცვალა და ვგრძნობ, რომ გარდაიქმნა ჩემი ცხოვრება. ესეთი ბედენირი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.

ასევე, წლის პერსონა ჩემთვის არის დავით ბაქრაძე. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ ყველა მძიმე სიტუაციიდან გამოიყვანოს ქვეყანა. ის იმ საჭირო თვისებებით არის აღჭურვილი, რაც გამოცდილ პოლიტიკოსს სჭირდება. მადლობა ღმერთს, რომ დღეს რამდენიმე ასეთი ადამიანი გვყავს პოლიტიკაში.

უდიდესი საჩუქარი მივიღე ალექსანდრეს სახით. ყველას მინდა ვუსურვო განიცადოს ის სიხარული, რაც მე განვიცადე 2014 წლის ბოლოს. ეს წელი იყო საუკეთესო ჩემს ცხოვრებაში“, - ამბობს ნიკა მელია ,,ნიუპოსტთან“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42