დავით ბაქრაძის 2014 წლის სამი პოზიტივი და 2015 წლის პოლიტიკური პროგნოზი
პოლიტიკა - 11:40, 31 Dec, 2014     1573
რა თქმა უნდა ახალ წელს ყოველთვის ყველას სურვილია, რომ მეტი ოპტიმიზმი და პოზიტივი იყოს, მაგრამ 2014 წელი ამის საშუალებას არ გვაძლევს - საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ,,ნიუპოსტთან“ 2014 წელს აფასებს და 2015 წლის პოლიტიკურ პროგნოზს აკეთებს.

,,წლის პოზიტიური მოვლენებიდან გამოვყოფდი რამდენიმეს - ერთ-ერთი უდაოდ არის ასოცირების ხელშეკრულება და რატიფიცირება, რითაც ევროპამ მკაფიო სიგნალი გამოუგზავნა საქართველოს, რომ საქართველოს მხრიდან სწორი განვითარების შემთხვევაში ევროპის კარი არის ღია.

ასევე გამოვყოფდი არასამთავრობო სექტორის კრიტიკულ და მკვეთრ გააქტიურებას, რაც ძალიან კარგია საქართველოში პოლიტიკური კლიმატისთვის და საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ მოწმენი გავხდით არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული ჩარევის მოსმენების საკითხთან და ასევე საყდრისთან დაკავშირებით, და ვფიქრობთ რომ ეს ყველაფერი ემსახურება საზოგადოების ინტერესს.

ასევე პოზიტიურად გამოვყოფდი იმას, რომ ხელისუფლებაში გახდა მეტი დისკრეცია ანუ გაჩნდა მეტი პოლიტიკოსი, რომელიც არ ეთანხმება ხელისუფლებას მაშინ, როდესაც იგი არ არის მართალი, ამის მაგალითი იყო საყდრისის კომისიის შექმნა, როდესაც უმრავლესობის ნაწილმა მხარი დაუჭირა ამ კომისიის შექმნას მიუხედავად იმისა, რომ პრემიერისა და მთავრობის პოზიცია იყო უარყოფით. ვფიქრობ, ეს ყოველივე სახელმწიფოსთვის კარგია.

ასე, რომ პოზიტიური მოვლენებიდან გამოვყოფდი ასოცირების ხელშეკრულებას, არასამთავრობოების გააქტიურებას და უფრო მეტ შიდა განსხვავებულ აზრებს უმრავლესობაში“.

დავით ბაქრაძე 2014 წლის ნეგატივზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ მთელი წელი დაპირისპირებაში გაატარა და ქვეყანა პრობლემიდან პრობლემამდე მოძრაობდა.

,,მთავარი პრობლემა ჩემი შეფასებით არის ის, რომ 2014-მა წელმა ძალიან ნათლად გამოაჩინა, რომ ხელისუფლებას არ აქვს ქვეყნის განვითარების გეგმა, ჩვენ ვერ დავინახეთ გააზრებული ნაბიჯები, მთელი წელი ქვეყანამ გაატარა დაპირისპირებაში და მთელი წელი ქვეყანა მოძრაობდა პრობლემიდან პრობლემამდე. მოსალეობა ხედავდა მხოლოდ პრობლემებს. ამი მაგალითია ლარის გაუფასურება, დაპირებების არ შესრულება, უმუშევრობა და მრავალი სხვა თემა. მოსახლეობა ელოდებოდა დაპირებების ასრულებას, ელოდებოდა პროგრეს და ამის ნაცვალ მიიღო ის, რომ სიტუაცია შეიცვალა უარესობისკენ. მთავრობამ 2014 წელს ვერ აჩვენა, რომ მას გააჩნია გეგმა თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა და მოქმედებს მხოლოდ კრიზისიდან კრიზისამდე. ჩემთვის ეს ყოველივე არის ძალიან ცუდის ნიშანი“, - ამბობს ბაქრაძე.

როგორია ბაქრაძის 2015 წლის პოლიტიკური პროგნოზი: არ გამორიცხავს სხვა სუბიექტების მხრიდან მმართველი კოალიციის დატოვებას.

,,2015 წელს როგორც ჩანს გაღრმავდება ის პოზიტიური ტენდეცია, რომელზეც მე ვსაუბრობდი ანუ უფრო აქტიური იქნება არასამთავრობო სექტორი კიდევ უფრო კრიტიკული იქნება სამოქალაქო საზოგადოება, რაც ძალიან კარგია ჩვენი ქვეყნისთვის.

მე არ გამოვრიცხავ, 2015 წელს მოხდეს სხვა სუბიექტებისგან ამ კოალიციის დატოვება და ცუდი რაც არის, როგორც ჩანს, 2015 წელს ჩვენი მოსახლეობა საბოოლოოდ გამოემშვიდობება იმ იმედს, რომელსაც დაპირებების შესრულება ჰქვია, რომლის დიდი ნუსხაც დაგროვდა და რომელსაც ხალხმა მხარი დაუჭირა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

ნამდვილად ვისურვებდი, რომ ჩემი ეს პესიმისტური სცენარი, რომელიც აღვწერე მთავრობასთან დაკავშირებით, არ გამართლებულიყოს და ვისურვებდი, რომ 2015 წელს იყოს წინსვლა, სიმშვიდე და ხალხმა იგრძნოს უკეთესი ცხოვრება. აი, ამას ვისურვებდი როგორც სურვილს, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე ვიტყოდი, რომ ამ სურვილს ასრულების ნაკლები პერსპექტივა აქვს“, - აცხადებს დავით ბაქრაძე ,,ნიუპოსტთან“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42