„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ გადაცემა "არჩევანში" 2014 წელი შეაფასა
ბაქრაძე ხელისუფლებას შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებს და ამბობს, რომ ხელისუფლება, რომელიც მოვიდა ძველის გამოსწორების და უკეთესის გაკეთების ტალღაზე, 2014 წელს გამოაჩინა, რომ არაფრის გამოსწორებას არ აპირებს
მისი თქმით, ხელისუფლება საზოგადოების მოთხოვნებს არ ითვალისწინებს
"ჩვენ მივედით პარადოქსულ სიტუაციამდე. ჩვენს საზოგადოებას ჰქონდა სრულიად სამართლიანი პრეტენზია უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ჩვენს ხელისუფლებასთან და ამ მთავრობამ იმის მაგივრად, რომ გამოესწორებინა, მიგვიყვანა პარადოქსამდე, როდესაც დღეს არის დაკანონებული უკანონო მოსმენები," - აცხადებს დავით ბაქრაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხელისუფლებას გაზრდილი ხარჯების გამოც საყვედურობს და ამბოს, რომ მათი ხელისუფლების მიმართ ასევე ობიექტური პრეტენზიები ჰქონდა საზოგადოებას ადმინისტრაციული ხარჯების გამო.
"იმის მაგივრად, რომ მთავრობა, რომელიც ამის გამოსასწორებლად მოვიდა 2015 წელს, 350 მილიონით გაზარდა საკუთარი ხარჯები. მინდა, ვუთხრა ჩვენს ხალხს, რომ მთავრობის შენახვა დაგიჯდებათ 350 მილიონით მეტი, ვიდრე ის გიჯდებოდათ 2012 წელს," - ამბობს დავით ბაქრაძე.
დავით ბაქრაძემ "ნაციონალური მოძრაობის" სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და ჩამოთვალა ის პრობლემები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში აუცილებლად გადაჭრის.
„გპირდებით, როდესაც ხელისუფლებაში დავბრუნდებით, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ უკანონო მოსმენებს, შემოვიღებთ წესს, რომ მოწმე სასამართლოში დაიკითხოს, გამოვაცხადებთ ეკონომიკურ ამნისტიას, საზოგადოებასთან ერთად შევათანხმებთ თანამდებობის პირებს,"- განაცხადა დავთ ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






