„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გადაწყვეტილებების მიღების პრობლემის გამოძახილია, რადგან საქართველოს მთავრობაში ყველაზე სუსტი რგოლი პრემიერ-მინისტრია და იგი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.
"ყველაზე დიდი პრობლემა დღეს საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობაა, საქართველოში მცირდება ინვესტიციები და რეალურად ამის მიზეზი არის ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს გადაწყვეტილებების მიღების სწორი სისტემა და პრაქტიკულად პრემიერ-მინისტრი არის სუსტი რგოლი ხელისუფლებაში, ის ვერ იღებს გადაწყვეტილებებს და აქედან გამოდინარე ვერ ახდენს დელეგირებას გადაწყვეტილებების. აქედან გამომდინარე სხვადასხვა უწყებებში არის პასუხისმგებლობიდან თავის არიდების მცდელობა, იჭიმება გადაწყვეტილებები და ეს განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებს შეეხება“,-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ეს განცხადება ირაკლი ალასანიამ გადაცემა „არჩევანში“გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები






