საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე „პანორამა თბილისის" პროექტის გარშემო შექმნილ მოვლენებს და საკრებულოს დღევანდელი სხდომის პარალელურად გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა:
"ეს ხმაური იყო უსაგნო და ტრაგიკომიკურ ელფერს ატარებდა, უფრო კომიკურს, მაგრამ ვინაიდან საზოგადოების დაძაბულობაც გამოიწვია ტრაგიკომიკურს დავარქმევდი. არგუმენტები საერთოდ არ ისმოდა და იყო პოლიტიკური ნება, რომ ვინაიდან ამ პროექტის უკან დგას თანაინვესტირების ფონდი, რამენაირად მოხდეს ამ საკითხის ბლოკირება და იმის ჩვენება , რომ საკრებულო საღ აზრს ვერ იცავს. თურმე 500 მილიონიანი ინვესტიციის განმახორციელებლებმა უნდა დაუჯერონ ზოგიერთ ადამიანებს და გადაიტანონ ეს ინვესტიცია მომგებიანი ადგილიდან სადღაც სხვაგან.
ეს არის ხრიოკი ადგილი და პროექტი ითვალისწინებს ათასობით ხის დარგვას. სოციალური თვალსაზრისიოთაც მონგებიანია და 2 ათასი ადამიანი საქმდებ,ა ეკონომიკური ეფექტის დასაანგარიშებლად არითმეტიკის ცოდნაც საკმარისია და ის მოიზიდავს სხვა ინვესტორებსაც. ვინმეს თუ გონია, რომ თბილისი 150 წლის წინ ასეთი ლანდშაფტით იყო წაიკითხონ წიგნები, თბილისის ლანდშაფტის უდიდესი ნაწილი ადამიანის ხელით არის გაშენებული, ვინაიდან თბილისი იყო ხრიოკი მთებით გარშემორტყმული.“- აცხადებს მანჯავიძე.
მასალის გამოყენების პირობები






