„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით წელს პირველად საჯარო სამსახურში წინასაახალწლო პრემიები და მეცამეტე ხელფასი არ დარიგდა
ნადირაშვილის განცხადებით მინისტრები ამ თემაზე საუბრისას ხელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისკენ იშვერენ და აცხადებენ, რომ სწორედ იმის შიშით, რომ ამ თემაზე ზედმეტი საუბარი არ ყოფილიყო მათ მოხელეებს არც პრემია და არც მეცამეტე ხელფასი წინასაახალწლოდ არ მისცეს
ნადირაშვილის თქმი ნაციონალური მოძრაობა უბრალო საჯარო მოხელეებისთვის მეცამეტე ხელფასისა და პრემიების მიცემის წინააღმდეგი არასოდეს ყოფილა და ისინი მინისტრებისა და მაღალჩინოსნების მაღალ პრემიებს აპროტესტებდნენ. ნადირაშვილის თქმით ენმ მოუწოდებს მთავრობას ახალ წლამდე ყველა საჯარო მოხელეს პრემიები დაურიგოს.
„ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას კიდევ არის საკმარისი დრო დარჩენილი დღეს და ხვალ ხაზინა არის ღია, ჩვენ ვიცით რომ ბიუჯეტში არის დაუხარჯავი მილიონები და ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას ყველა საჯარო მოხელეს დაურიგოს მეცამეტე ხელფასი და წინასაახალწლო პრემია. ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმას, რომ ეს პრემია კიდევ ერთხელ აიღოს მინისტრმა, მისმა მოადგილეებმა, დეპარტამენტის ხემძღვანელემა, მაგრამ აუცილებლად ვთვლით, რომ რიგითმა მოხელეებმა აიღონ პრემია და შეძლონ ღირსეულად შეხვდნენ ახალ წელს“ - განაცხადა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






