მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოზარ სუბარმა საყდრისის თემაზე გააკეთა კომენტარი და მაგალითი მოიყვანა მესტიის 1988 წელს მიმდინარე გათხრებზე, რომელშიც ის თავად მონაწილეობდა, რითაც პრემიერის მოწენება დაიმსახურა. ღარიბაშვილმა აღნიშნა რომ სუბარმა კარგი მაგალითი მოიყვანა - "ჩვენ ცივი გონებით, სახელმწიფოებრივად უნდა ვიხელმძღვანელოთ ასეთ სიტუაციაში და ასეც ვიქცევით".
"არ ვიცი, რამდენად არის ამის დრო, მაგრამ 1988 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ვხელმძღვანელობდი მესტიის შემოგარენში აბსოლუტურად ანალოგიურ გათხრას. ეს არის 5 ათასი წლის ძეგლი, სადაც სპილენძის და მცირე რაოდენობით ოქროს მოპოვება ხდებოდა. იქედან ამოღებული არტეფაქტები დღეს მესტიის მუზეუმშია დაცული. 26 წელი გავიდა, რაც იქ გათხრები დავამთავრეთ. არც შესული და არც გამოსული იმ გამოქვაბულიდან ადამიანი არ მინახავს, თუმცა ის, ბუნებრივია, როგორც ისტორიული ძეგლი, შენარჩუნებულია. ეგეთები საქართველოში ერთი და ორი არ არის. მასშტაბურად ის გვირაბი, რაც ჩვენ გავთხარეთ, როგორც ვიცი, უფრო დიდია. მეორეც რაღაც ეტაპზე დგება აუცილებლობა, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო. იგივე ათენში ვინც არის ნამყოფი, ათენს მეტრო არ ექნებოდა, ხელისუფლებას რომ რაღაც გადაწყვეტილება არ მიეღო - ფუნჯით უნდა გაეთხარათ მაშინ", - განაცხადა სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






