მთავრობა საყდრისის საბადოზე RMG-ისთვის ლიცენზიის გაგრძელებას მხარს უჭერს
პოლიტიკა - 16:40, 30 Dec, 2014     1773

საქართველოს მთავრობა კომპანია „RMG“-ისთვის საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე სამუშაოების გაგრძელების ნებართვას მხარს უჭერს. აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოტა ხნის წინ 2014 წლის ბოლო მთავრობის სსხდომაზე გააკეთა.

ღარიბაშვილის განცხადებით, ობიექტიდან ამოღებული არტეფაქტები დაცულ სივრცეში იქნება გადატანილი, მოგვიანებით კი ისინი იმ მუზეუმში გამოიფინება, რომელსაც ბოლნისში კომპანია RMG ააშენებს.

"ბოლნისში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით არქეოლოგიურ ობიექტს. შესაბამისად, გამოდის ისე, რომ იქ არაფრის გაკეთების საშუალება არ უნდა ჰქონდეს არც სახელმწიფოს, არც კერძო კომპანიას და არც არავის. მინდა, მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ჩვენ ერთ მხარეს გვქონდა წლების განმავლობაში აბსოლუტურად მიტოვებული არქეოლოგიური ობიექტი, სადაც აღმოჩენილ იქნა რამდენიმე არტეფაქტი, მეორე მხარეს კი იდგა 3 ათასი ოჯახი და რაიონის შენახვა. მოგეხსენებათ, რომ ეს კომპანია მთლიანად ინახავს ბოლნისს. მინდა, მთავრობის სახელით დავადასტურო, რომ ჩვენ უნდა გავუგრძელოთ ნებართვის ვადა და მივცეთ კომპანიას საშუალება, გააგრძელოს მუშაობა, რათა 3 ათასი ოჯახი არ დარჩეს სამსახურის გარეშე და ბოლნისის რაიონი არ აღმოჩნდეს რთულ პირობებში. ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია - ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი ეკონომიკურ გუნდთან.ჩემი ინფორმაციით, ყველა ის არტეფაქტი, რომელიც ამ არქეოლოგიურ ობიექტზეა მოპოვებული, არის ზედმიწევნით ფრთხილად შენახული, დაცულ ადგილზე გადატანილი. ასევე ჩემი ინფორმაციით, კომპანია RMG აპირებს ააშენოს ბოლნისში თანამედროვე მუზეუმი, სადაც ყველა არტეფაქტი განთავსდება. ეს იქნება ძალიან კარგი ტურისტული და კულტური თვალსაზრისით ბოლნისის რაიონისთვის. მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ მსოფლიოში არაერთი პრეცენდენტი არსებობს იმისა, რომ ასეთი ტიპის და ათჯერ და აჯერ მეტად რთული ობიექტების გადატანა მომხდარა. მსგავსი პრეცენდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს. ანალოგიური შემთხვევა გვაქვს ჩვენც", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42