საქართველოს ეკონომიკის მინისტრი უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებულ ქონებას, ხელისუფლება რუსულ კომპანიებზე ყიდის და აცხადებს, რომ აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებული ტრანზაქციები ოფშორულ ანგარიშებზე განხორციელდა.
კვირიკაშვილმა Petrocas Energy Group-სა და ყოფილი ხელისუფლების კავშირზეც ისაუბრა:
„Petrocas Energy Group რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი იყო წინა ხელისუფლების საკუთრებაში, ეს იყო მათი ჯიბის კომპანია, ეს ტრანზაქცია მოხდა ოფშორულ ანგარიშებზე, ჩვენ სამწუხაროდ ამ ტრანზაქციის კონტროლის არანაირი საშუალება არა გვაქვს და აქეთ მოდის ბრალდებები ჩვენსკენ, რომ ჩვენ ვყიდით რაღაცას რუსულ კომპანიებზე, ნათლად ჩანს ვინ ყიდის, რუსულ სახელმწიფო, სანქცირებულ კომპანიებზე საქართველოში არსებულ ქონებას, ჩვენს მიმართ ამ მხრივ ბრალდებები აბსოლუტურად გაუმართლებელია.
ყველამ იცოდა , რომ ეს იყო კეზერაშვილის და სააკაშვილის კომპანია, ამ მხრივ შეკითხვები მე მგონი არავის არ აქვს.“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






