პრეზიდენტის ფონდიდან შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროექტი დაფინანსდა
პოლიტიკა - 14:37, 30 Dec, 2014     1858
გიორგი მარგველაშვილი დღეს შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტრაციის იმ პროექტში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსდა. შეხვედრისას ქვეყნის პირველ პირს მათ პროექტისა და იმ ღონისძიებების შესახებ გააცნეს საკუთარი მოსაზრებები, რომლებსაც თავიანთი საქმიანობის ფარგლებში ახორციელებენ.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციები - წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT და სარეაბილიტაციო ცენტრი «კამარა» გაერთიანდა, რომელთაც საკუთარი საქმიანობისა და დაფინანსების ფარგლებში უსასყიდლოდ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც შეუერთდა.

პროექტის მიზანია შეწყალებულ მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია, რაც ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციას. პროექტის ფარგლებში შეწყალებული მსჯავრდებულები უფასოდ მიიღებენ ისეთ სერვისებს, როგორიცაა ფსიქოლოგიური, იურიდიული, სამედიცინო დახმარება, ასევე პროფესიული გადამზადება და სოციალური მომსახურება. ეს მოიცავს სოციალური უნარების ტრენინგსა და მატერიალურად შეჭირვებული ბენეფიციარებისთვის დოკუმენტაციის მოწესრიგების, გზის ხარჯებისა და სხვა გადაუდებელი საჭიროებების უზრუნველყოფას.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მასში მონაწილე პირებს იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, დაძლიონ ადაპტაციის პრობლემები, გაიუმჯობესონ ურთიერთობა ოჯახსა თუ გარშემომყოფებთან, მოაგვარონ სამართლებრივი პრობლემები და აითვისონ უნარები, რომელიც მათ მომავლის დაგეგმვაში დაეხმარება.

პროექტის ფარგლებში შეწყალებულ მსჯავრდებულებს სამართლებრივ საკითხებზე იურიდიულ მომსახურებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაუწევს.

შეწყალებულ მსჯავრდებულთა რეაბილიტრაციის პროექტი საქართველოს ორ ქალაქში - თბილისსა და ქუთასში ხორციელდება.

შეხვედრას წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT-ის აღმასრულებელი დირექტორი ლელა ცისკარიშვილი, სარეაბილიტაციო ცენტრი „კამარა“-ს თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე და საია-ს აღმასრულებელი დირექტორი თამარ გვარამაძე ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42