საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები დღეს "პანაორამა თბილისის" პროექტს განიხილავენ. უმცირესობას პროექტის წარმოდგენილ ვარიანტთან კითხვები აქვს და მისი დაჩქარებული წესით მიღებას ეწინააღმდეგება. მათ პროტესტს დამოუკიდებელი დებუტატი ალეკო ელისაშვილიც უერთდება.
როგორც ცნობილია, "პანორამა თბილისის" პროექტის ფარგლებში პროექტის ავტორები მოითხოვენ ე.წ „ამერიკული სოფლის“ ტერიტორიის ათვისებას და განაშენიანების მიზნით ზონისთვის სტატუსის შეცვალს, ოპოზიცია კი აცხადებს რომ მხოლოდ სტატუსის შეცვლა არ არის საკმარისი და უნდა მომზადდეს განაშენიანების გენაერალური გეგმა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს საკრებულო საბოლოო გადაწყვეტილება.
„დღეს მხოლოდ და მხოლოდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ განიხილება ზონის ცვლილება. პროექტზე მუშაობა მომავალში გაგრძლედება მაქსიმალური საზოგადოების ჩართულობით. ამერიკული სოფელზე ატყდა აჟიოტაჟი თითქოს კლდე იჭრებაო კლდე ისედაც მოჭრრილია უკვე. ამიტომ არანაირი ზეგავლენა ბუნებაზე არ ხდება პირიქით დაგეგმილია 30.000 ხის დარგვა“.- განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრამა ბექა ნაცვლიშვილმა.
„თბილისში ხდება კიდევ ერთი ლანდშაფტური ზონის განადგურება სამწუხაროდ ხდება ლანდშაფტური ზონის გაუქმება, აფსოლუტურად მოუმზადებლად, მათ თავი აარიდეს სპეციალისტების რჩევებს. და ცდილობენ წინა საახალწლოდ ყველაზე მარტივი გზით გააპარონ ეს პროექტი თბილისის საკრებულოში“. -განაცხადა თბილისის საკრებულოს თავჯდომარემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






