20 - მდე არასამთავრობო თავდაცვის უწყების წინააღმდეგ - ენჯეოები პოკურატურას თავდაცვის სამინისტროში გამოძიების დაწყებას სთხოვს. არასამთავრობოები ძიებას ამ დრომდე უპასუხოდ დარჩენილი სკანდალური თემის გამო ითხოვენ, - თუ ვინ მოამზადა უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება 20 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროში.
გამოძიების დაწყების მოთხოვნით 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს პროკურატურასთან შეიკრიბებიან, სადაც ხელი მოეწერება პეტიციას და მას დღესვე შეიტანენ უწყებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ზვიად კუპრავას თქმით, საჭიროა გაირკვევს ვინ ატარებს თავდაცვის სამინისტროში ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას. მისი თქმით, ასეთი განცხადებების დაწერა მინისტრის, მოადგილეების ან კიდევ უფრო ზევით ხდება.
უკრაინაში ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებამ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას დააკისრა.
მასალის გამოყენების პირობები






