ხელისუფელბა მოსვლისთანავე ეძებდა გზას, თუ როგორ შეიძლება რომ გააჩუმონ რუსთავი2. ამსითვის მნიშვნეოვანია რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყოს კონკტროლირებადი - ამ განცხადებას აკეთებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ,,ნიუპოსთან“ ინტერვიუში. შაშკინი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შესაძლო დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება შეეცდება ამით პოლიტიკური კრიზისი გადააგოროს, რომელიც მისი თქმით, თებერვალშია მოსალოდნელი.
_საუაბრი მიდის იმაზე, რომ მომავალი წლის აპრილში ქვეყანაში შეიძლება დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და მე არ გამოვრიცხავ და ამის შესაძლებლობა არის საკმაოდ მაღალი. კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაში, ასე ვთქვა, ვერ გადავაგორეთ. ველოდები პოლიტიკური კრიზისის გამწვავება თებერვალში. მოგეხსენებათ თებერვალში უნდა დაინიშნოს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე და თუ ჩვენ გავითვალსიწინებთ იმ ურთიერთობა, რაც არის მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, მე კიდევ ველოდები ამ კრიზისის გამწვავებას. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნიშნავს პრეზიდენტი და დღეს მთავრობას ჰაერივით სჭირდება კონტროლირებადი თავმჯდომარე იმისათვის, რომ მიიტანონ იერიში რუსთავი 2-ზე.
_რას გულისხმობთ კონკრტულად?
_რუსთავი 2 ეხლა არის ყველაზე ძლიერი დამბალანსებელი ძალა ამ მთავრობის. ის რეალურად ქმნის პლურალიზმს. ყველასთვის ცნობილია, რომ კონკრეტული საქმეები იყო აღძრული და ამ ტელევიზიის მიმართ გარკვეულ მცდელობებს ჰქონდა ადგილი, ხელისუფელბა მოსვლისთანავე ეძებდა გზას, თუ როგორ შეიძლება რომ გააჩუმონ რუსთავი2. ამისთვის მნიშვნელოვანია რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყოს კონტროლირებადი. მნიშვნელოვანია, თუ რამდენად დანებდება მარგველაშვილი და რამდენად წავა ის ამ მოლაპარაკებებზე, ამას სწორედ თებერვალი გვაჩვენებს. გავიხსენოთ იუსტიციის მინისტრის ,,თხოვნა“, რომ იქნებ დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი... მარგველაშვილს დარჩა ბოლო ჯოკერი, მან ყველა კოზირი დაკარდა ან წაართვეს, ზოგი უაზროდ გადააგდო. ეს არის ბოლო ჯოკერი, რომელიც ხელში უჭირავს. რამდენად შეძლებს ის ამ ჯოკერის გამოყენებას, ამას თებერვალში ვნახავთ.
_თუკი ისინი მარგველაშვილს შეძლებენ და დაანიშნინებენ მათთვის სასურველ პერსონას, შეიძლება ასევე ველოდოთ, რომ საქმე აღიძრას კიდევ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგაც?
_მთავარი მაინც რუსთავი 2 იქნება, ყველაზე დიდი საფრთხე მაინც ამ ტელეკომპანიაზე მოდის.
თებერვალშივე დაემატება რთული სოციალური ფონი. მნიშვნელოვანია, რამდენად შეძლებს მთავრობა ლარის კურსის დაჭერას, მოგეხსენებათ, ლარი ვერ სტაბილურდება იმის გამო, რომ მოდის ახალი წელის და ძალიან დიდი რაოდენობით დოლარს ახურდავებს მოსახლეობა. ბაზარზე შემოვიდა დოლარის დიდი რაოდენობა. ამიტომ რამდენად არ გაიზრდება ფასები, ესეც მნიშვნელოვანია. გავითვალსიწინოთ ისიც, რომ უდიდესი შეცდომა იყო დაშვებული რუსულ ბაზართან დაკავშირებით და ამას ვამბობდით ორი წლის წინაც. რუსეთი კეტავს თავის ბაზარს ჩვენი პროდუქციისთვის და ბუნებრივიცაა, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას. ბაზრის ჩაკეტვას აქვს მექანიკური და ფინანსური გზა. შეიძლება ბოქლომი დაადო და ტვირთი არ შეუშვა, მაგრამ შეიძლება ისეთი ფასი დაადო, რომ არ იქნება კონკურენტუნარიანი. ამაზეა საუბარი. იგივე ელოდება ღვინოს. ჩვენი ღვინო არის კონკრეტულ ფასთაკატეგორიაში, თუ ქართული ღვინო ეღირება იმდენი, რაც ფრანგული, ბუნებრივია, რომ ჩვენ გაგვიჭირდება ამ კონკურენციაში შესვლა. იქ სულ სხვა წონის კატეგორიაა და სულ სხვა ფული იხარჯება რეკლამაზე.
ამიტომაც არის სავსებით მოსალოდნელი აპრილში არჩევნების დანიშნვა. ეს შეიძლება ხელისუფლებამ ჩათვალოს, როგორც კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზა, ჩემი აზრით, ეს იქნება კრიზისის უფრო გაღრმავება. თუ აპრილში ჩატარდა არჩევნები, იმედნად ჭრელ პარლამენტს მივიღებთ, რომ დღევანდელი მოგონება იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






