_უკრაინა დღეს-დღეობით არის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო წერტილი, სადაც ასევე გადის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ხაზი, რადგან ჩვენი მომავალი დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება უკრიანაში მოვლენები; დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოიმტვრევს რუსეთი კბილებს უკრაინაში და რამდენად შეძლებს უკრაინა, ააშენოს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო.
გარდა იმისა, რომ ჩვენ ემოციური და პოლიტიკური კავშირები გვაერთიანებს უკრაინასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკრიანა არის ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი და ჩვენი ეკონომიკის წარმატებაც არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ძლიერი ეკონომიკა ექნება ამ ქვეყანას. ამდენად, თუ ჩვენ გვერდზე გადავდებთ ბალტიის ქვეყნებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იკვრება სამკუთხედი - საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი.
დღესდღეობით უკრაინაში სიტუაცია ძალიან რთულია, მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, რუსეთიდან შემოსული ტერორისტები კვლავ კლავენ უკრაინელებს, მათ შორის მოკლეს საქართველოს მოქალაქეც და ის გმირულად დაიღუპა ზუსტად ჩვენი ქვეყნის ინტერსებისთვის. უკრიანა არის სამწუხარო მაგალითი იმისა, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანო ქვეყანა უვიცი პოლიტიკური ნაბიჯებით, რუსეთთან უკრაინის უვიცი მიბმით და კორუფციით; ქვეყანა, რომელიც არის ძალიან მდიდარი და ცხოვრობს ძალიან კარგი, შრომისმოყვარე ხალხი. წარმოიდგინეთ, რომ 21-ე საუკუნეში უკრაინაში ჯერ კიდევ სისტემატიურად ითიშება და არ არის შუქი. დიდი ხანია კიევში არ ვყოფილვარ და ეხლა როცა ეს ვნახე, გამახსენდა 90-იანი წლების საქართველო... შუქის გათიშვა, ერთბაშად გაღარიბებული ხალხი და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ მაშინ შევარდნაძემ საქართველო მიაბა რუსეთს, ხოლო ახლა იანუკოვიჩმა გააკეთა იგივე უკრაინაში და ამ დღეში ჩააგდო საკუთარი ქვეყანა.
_რამდენად შესაძლებელია, რომ პოროშენკოს ხელისუფლება მძიმე კრიზისი წინაშე აღმოჩნდეს და მან ვერ შეძლოს ამის დაძლევა?
_ახალი მავრობის, პოროშენკოსა და იაცენუკის წინაშე დღეს დგას ძალიან რთული ამოცანები და მე მათ დავარქვი ,,კამიკაძე მთავრობა“, რადგან ესენი არიან პოლიტიკოსები, რომლებმაც მთლიანად საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი დადეს სასწროზე, რადგან ძალიან რთული იქნება იქ მიაღწიო სწრაფ შედეგს. სიტუაცია არის მძიმე როგორც ეკონომიკურად ისე, სხვადასხვა სფეროში. მათ ქვეყანა უნდა გამოიოყვანონ კრიზისიდან. ზუსტად ჩემს იქყოფნას დაემთხვა მიტინგების ახალი ტალღა. ძალიან ბევრ ადამიანს, 15 მილიონს, შეეხო ახალი ბიუჯეტი, სადაც არ არის გათვალსიწინებული გარკვეული ლგოტები. გავიხსენოთ, როცა იანუკოვიჩის მთავრობა ამაყობდა იმით, რომ 45 მილიონიან ქვეყანაში მათ ჰქონდათ სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი, სოციალური პროექტები. ბიუჯეტი არ არის რეზინის და ერთ მშვენიერ დღესაც ის გასკდა. ზოგს უფასო ბინა ჰქონდა, ზოგს უფასო მგზავრობა და ა.შ. გაბერეს სოციალური პროექტებით და მიიღეს საშინელი შედეგი. ეს არის მძიმე მაგალითი იგივე ჩვენი ქვეყნისთვისაც. ვიღაცას უხაროდა, რომ ჰქონდა უფასო ტრამვაი, მაგრამ გავიდა 5 წელი და ბიუჯეტი გასკდა და ეს უფასო ტრამვაის ხარჯზე გრივნა, რომელიც ადრე იყო 8, დოლართან მიმართებაში, დღეს არის 16. დასავლეთში ეს ხალხს კარგად ესმის. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეს ჯერ კიდევ პრობელმაა - უფასო არაფერი არ არის არსად... ადრე თუ გვიან ამის საფასურს ვიღაც იხდის და სამწუხაროდ, დღეს უკრაინელი ხალხი იხდის ამ უფასო სოციალიზმის საფასურს, რომელსაც ნერგავდა იქ იანუკოვიჩი.
დღეს პოროშენკოსთვის მთავარია ის, რომ მიიღეს რეალისტური ბიუჯეტი, ეს იყო მძიმე პროცედურა, მაგრამ მიიღეს. მეორე, რაც ეხლა უკრაინას სჭირდება, ეს არის ბრძოლა კორუფციასთან. მე დავდიოდი ქალაქში და მაინტერსებდა ჩვეულებრივი მოქალაქეების პოზიცია. ერთადერთი, რასაც ითხოვენ არის ის, რომ ოღონდ რამე გაკეთდეს, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ენერგეტიკაში, სამართალდამცავ სტურქტურაში და ა.შ.
_სწორედ ამ სფეროებში უკავიათ ერთ-ერთი მთავრი პოსტი იგივე ეკა ზღულაძეს და ალექსანდრე კვიტაშვილს, რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი და შეძლებენ კი იმ დიდ პრობლემებთან გამკლავებას, რომლის წინაშეც დგას პოროშენკო?
_უკრაინელები დიდი ხანია აკვირდებოდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, ეს აქ არის, რომ ვერ ხედავენ და ვერ აფასებენ ჯერ იდევ იმ საქმეს, რაც გაკეთდა სააკაშვილის მმართველობის პირობებში. იმ ხალხმა ეს დაინახა. გვახსოვს ხომ რომ ამბობდნენ - ასფალტი ვჭამოთ? ან კიდევ - ნუ გვაყვედრიან, რომ 21-ე საუკუნეში შუქია და ა.შ. უკრაინაში, 45 მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქში დღეს შუქი არ არის. ის, რასაც ვთვლიდით, რომ ბუნებრივად ასე უნდა ყოფილიყო, მივაღწიეთ ძალიან დიდი შრომის ფასად და პროფესიონალების მუშაობის შედეგად. სწორედ, ამიტომ გადააქვთ უკრაინელებს ქართული რეფორმები თავის სინამდვილეში.
_ხომ არ არის მაინც უხერხულობა უკრაინის მოქალაქეებში, რადგან მათი ქვეყნის მინისტრები არიან უცხო ქვეყნის წარმომადგენლები?
_პირიქით, ისინი მიესალმებიან და ამბობენ კიდეც, რომ ქართველები ჩამოვიდნენ და იქნებ, გვეშველოს... იანუკოვიჩის პერიოდში ქვეყანას რუსები მართავდნენ და იმდენად ძირი გამოუთხარეს და გაანადგურეს ეს ქვეყანა, რომ დღეს უკვე მოსახლეობა ნატრულობს იმას, რომ ოღონდ რამე გაკეთდეს...
_რაც შეეხება ძალოვანი უწყების რეფორმას და ზურაბ ადეიშვილის საკითხს, ველოდოთ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის უკრაინის მაღალ თანამდებობაზე ხილვას?
_ვის დანიშნავენ უკრიანის ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელად, ეს არის უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტი და მათ ნებაზეა დამოკიდებული. ეს არის პრეზიდენტ პოროშენკოს და პრემიერ იაცენუკის გადასაწყვეტი. მძიმე მოსამენია ჩვენი ზოგიერთი პლიტიკოსის კომენტარი, დღესაც განაცხადა საგანელიძემ, რომ თუ იქ ადეიშვილი დაინიშნა, რაღაცეებს გადავაფასებთ... ვიღაცას არ მოსწონს ზღულაძის, კვიტაშვილის დანიშვნა და ა.შ. ეს არის სუვერენული ქვეყანა და პოროშენკოს და იაცენუკის გადასაწყვეტია, ვის სად დანიშნავენ. ეს არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. რატომ უნდა აკეთებდეს ჩვენი ხელისუფლება ასეთ უაზრო კომენტარებს. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები რომ დღეს ადეიშვილზე საუბრობენ, ავიწყდებათ ეტყობა, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილმა აქო ზურაბ ადეიშვილი, როცა ის ხელისუფლებაში მოდიოდა. მან პირდაპირ თქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ჩინოვნიკი.
-თუმცა აქ საუარია იმაზე, რომ ადიშვილის წინააღმდეგ არსებობს ბრალდებები...
_ის, რომ ადეიშვილი იყო ჩასული კიევში, მეტყველებს იამზე, რომ უკრაინის მთავრობამ თავისი გადაწყვეტილება მიიღო ამ ბრალდებებთან დაკავშირებით და უარყო ისინი, ისევე როგორც ეს გააკეთა თავის დროზე უნგრეთმა ადეიშვილთან დაკავშრებით ან საფრანგეთმა კეზერაშვილთან დაკავშირებით. მთავარია, ჩვენმა მთავრობამ გაიგოს, რომ დაინიშნება ადეიშვილი თუ ვინმე სხვა, ეს არის უკრაინის მთავრობის გადსაწყვეტი და მათი სუვერენული ნება.
_მათ შორის, თქვენზეც იყო საუბარი....
_მე ვერც ჩემს შესახებ გავაკეთებ კომენტარს... ესეც უკრანის მთავრობის გადასაწყვეტია....
მასალის გამოყენების პირობები






