შსს-ს პირველი კომენტარი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ თანამშრომელზე
პოლიტიკა - 00:16, 30 Dec, 2014     1828
ენგურის ხიდთან აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ პაატა თოდუას შესახებ ,,ნიუპოსტთან“ პირველ კომენტარს აკეთებს შს სამინისტრის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შალვა ენუქიძე. მისი თქმით, ე.წ. აფხაზეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა თოდუას დაკავება დაადასრტურეს, თუმცა ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

მისი განმარტებით, აღნიშნული პიროვნება გუშინ საღამოს, ენგურის ხიდთან ოჩამჩირეში მცხოვრებ მამასთან შესახვედრად იმყოფებოდა, რომელსაც შვილისთვის საახალწლო ნობათი უნდა გადმოეცა. ენუქიძის თქმით, მოლაპარაკების პროცესი ევროკავშირის სადამკვირვებლო მიისიის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს.

,,მისი დაკავება მოხდა ე.წ. აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების მეირ თითქოსდა ე.წ. საოკუპაციო ხაზის უკანონო გადაკვეთისთვის. დაგვიდასტურეს, რომ ნამდვილად მოხდა დაკავება, ხოლო ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, ჯერ-ჯერობით ინფორმაციას არ ვფლობთ. მიმდინარეობს მოპალარაკებები, თუმცა ეს ადამიანი გალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია თუ სოხუმში გადაიყვანეს, ამ დროისთვის უცნობია. ამ ეტაპზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინაეობს ინფრომაციის დაზუსტება, თუ სად იმყოფება ამ მომენტისათვის“, - აცხადებს ენუქიძე.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ,,ნიუპოსტთან“ საუბარში არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პაატა თოდუა სპეცრაზმელია. ენუქიძე განმარტავს, რომ პაატა თოდუა არის დეპარტამენტი რიგითი სატვირთო მანქანის მძღოლი.

,,აღნიშნული პიროვნება არის შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რიგითი სატვირთო მანქანის, ,,კამაზის“ მძღოლი, ის არ არის სპეცრაზემლი და არც არანაირი საბრძოლო მომზადება არ აქვს გავლილი“, - აცხადებს ენუქიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42