დღეს სოხუმის დეფაქტო ხელსუფლების გადაწვეტილებით გალის რაიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ 340-მდე მესაზღვრე, „FCB“-ს და დაზვერვის თანამშრომლები რეიდს ატარებდნენ. მათ ყველა სოფელში შესასვლელ-გამოსასვლელი გადაკეტეს და მოსახლეობაში ქართული პასპორტების ამოღება დაიწყეს. ამოღებულია ასევე ის ტელეფონები, რომელთა მფლობელები ქართული მობილური ოპერატორებით სარგებლობენ.
რამდენიმე ისეთი შემთხვევაც დაფიქსირდა, როცა მოსახლეობიდან მათ საკვები პროდუქტები წაიღეს. გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ჯგერენაიების ოჯახიდან წაყვანილია ჭიშკართან მდგარი 100 კილოიანი ხარი. ოჯახს დაუბარს, რომ ეს სოფლიდან რუსი ოკუპანტებისთვის საახალწლო საჩუქარი იყო. ამის შემდეგ გალის მაღალი ზონის სოფლებში - ლეკუხონში, ღვაჟღვერდსა და საბერიოში მასიურად დაიწყეს ოჯახებიდან პროდეუქტების აკრეფა. ოკუპანტები სოფლებს ორი უაზით და ერთი ბეტეერით სტუმრობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






