საქართველოს მასშტაბით პირველად ბათუმში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაკეთდა
პოლიტიკა - 19:52, 29 Dec, 2014     2973

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ის პაციენტი მოინახულა, რომელსაც საქართველოში პირველად ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ქართველმა მედიკოსებმა ღვიძლის გადანერგვის ურთულესი 20 საათიანი ოპერაცია ინდოეთის წამყვანი ქირურგი-ტრანსპლანტოლოგის ხელმძღვანელობით გააკეთეს.

„უპრეცედენტო ოპერაცია ჩატარდა ბათუმში. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და პაციენტი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ ექიმებთან ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო პროგრამებით მსგავსი ოპერაციების დაფინანსება. აჭარის მთავრობა პაციენტს 15 000 ლარს გამოუყოფს მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან, ამდენივეს პაციენტი გადაიხდის, დარჩენილ 50 000 ლარს რეფერალური საავადმყოფო დაფარავს.“ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.

ციროზით დაავადებულ 32 წლის ქალბატონის გადარჩენის ერთადერთი გზა ღვიძლის გადანერგვა იყო, რომელსაც ღვიძლის ერთი ნაწილი 27 წლის ძმამ მისცა. ექიმების შეფასებით, პაციენტის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ტრანსპლანტაციის გარეშე მხოლოდ 3–დან 6 თვემდე გასტანდა.

ამ დროისათვის, როგორც დონორის, ასევე რეციპიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა განხორციელებული რთული ოპერაციის შესაბამისია. და-მის პოსტოპერაციული მართვა სამედიცინო პროტოკოლებითა და საერთაშორისო გაიდლაინების სრული დაცვით მიმდინარეობს. ძმა უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროექტისთვის მზადება „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ წელიწადნახევრის წინ დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ქართველი ექიმები მსოფლიოს იმ ქვეყნებში გადამზადნენ, სადაც ღვიძლის ცოცხალი დონორიდან ტრანსპლანტაციები ყველაზე დიდი რაოდენობით კეთდება. ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი აღიჭურვა ყველა იმ საჭირო სამედიცინო ინვენტარით, რომელიც ღვიძლის გადანერგვის ოპერაციისთვის არის საჭირო.

წარმატებით განხორცილებული გადანერგვა ღვიძლის ქრონიკული დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას მკვეთრად ამცირებს. საქართველოში იმ პაციენტების რიცხვი საგრძნობლად მაღალია, ვისაც აღნიშნული ოპერაცია ესაჭიროება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42