„ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცხადებას ეხმაურება. პროკურორის გნცხადება „ნიუპოსტთან“ "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა შეაფასა.
წიკლაურის თქმით, პროკურატურის მოქმედება „ქართული ოცნების“ წარუმატებლობებით არის გამოწვეული და ხელისუფლებას სურს ხელოვნურად შეაფერხოს ნაციონალური მოძრაობის აქტივობა.
„იმას, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა აღიარებს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ევროპა და ამასთან დკავშირებით არ არსებობს დამატებითი კითხვის ნიშნები. მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოში მთავარი პოლიტიკური ძლის თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ ის არის ანტირუსული პოლიტიკური ფრონტის ერთერთი ლიდერი, ეს არის ის მთავარი გარემოებები, რომლებმაც აიძულა საქართველოს ხელისუფლება გადაედგა მისთვის წამგებიანი ნაბიჯი. ეს იდეა არის კრახისთვის განწირული, რადგან არცერთი თავმოყვარე ქვეყანა საქართველოს ხელისუფლების ამ იდეას მხარს არ დაუჭერს“,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა
წიკლაურის თქმით ამ პროცესების გაგრძელება ხელს შეუშლის საქართველოს სწრაფვას ევროპისკენ, ხელისუფლება კი დგას დილემის წინაშე, ან შიდაპოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენოს ასეთი ხერხები, ან გადადგას სწორი ნაბიჯები და მოაგვაროს ის პრობლემები, რომლებისც დგას საქართველოს წინაშე.
შეგახსენებთ, გიორგი ბადაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტზე წითელი ცირკულარით ძებნის განხორციელების შესაძლბლობაზე ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები






