გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე რესტორან „ბაგრატიონში“ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის და უმრავლესობის წევრების შეხვედრის დეტალებზე წერს.
„გაინტერესებს ჰო, რა მოხდა "ბაგრატიონში" ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობის და მთავრობის წევრების შეხვედრაზე?
ყოფილი პრემიერი მოქმედი პრემიერის და მინისტრების გვერდით არ დაჯდა,მუსიკოსებთან ახლოს მაგიდაზე მოიკალათა და ყურადღებით აკვირდებოდა საკუთარი მთავრობისა და უმრავლესობის წევრებს.
1.სერიოზულად მიიჯირყვნა ფინანსთა მინისტრი
2. წყალობის თვალით უყურებდა და რამდენიმე კომპლიმენტი უძღვნა იუსტიციის მინისტრს
3. არ დალია პარლამენტის თავმჯდომარის სადღეგრძელო,სამაგიეროდ,გამორჩეულად ადღეგრძელა თინა ხიდაშელი,სამართლიანი ადამიანია და პარლამენტში ყველაზე მეტად ის ჩანსო.
4.რესპუბლიკური პარტია მწარედ გაკენწლა-ან აქ იყავით,ან თუ წასვლა გინდათ წადითო...
5. საჯაროდ საერთოდ არ უხსენებია პრეზიდენტი მარგველაშვილი,თუმცა არა საჯაროდ გვარიანად მოიკითხა.
P.S.სხვა დეტალები ვიცი,მაგრამ არასაჯაროდ !!!“, - წერს "ფეისბუქზე" კილაძე.
მასალის გამოყენების პირობები






