საზოგადოება "ივერია" პროკურატურას სპეციალური განცხადებით მიმართავს
პოლიტიკა - 15:57, 29 Dec, 2014     2176

საზოგადოება "ივერია" პროკურატურას სპეციალური განცხადებით მიმართავს. ორგანიზაცია საგამოძიებო ორგანოსგან საქართველოში რუსული მაუწყებლობის აკრძალვას მოითხოვს.

"ივერიის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსულენოვანი მაუწყებლები ქართულ ინტერესებს ეწინააღმდეგებიან და ოკუპანტის ინტერესებს ატარებენ.

„გამოძიებულ იქნას რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიების საქმიანობა საქართველოში, რომელიც წარმოადგენს ინფორმაციულ იარაღს და არა თავისუფალ მედიას, გათვლილია საზოგადოების დემორალიზაციაზე და რუსეთის ძირგამომთხრელი მიზნების საქართველოში განხორციელებაზე.“- განაცხადა მოძრაობა „ივერიას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა რურუამ.

,,ივერიის" დამფუძნებლის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რუსულ სატელევიზიო არხებზე სუვერენული სახელმწიფოების დამოუკიდებლობის განადგურების მოწოდებები გაისმის.

„24 საათის განმავლობაში საინფორმაციო გამოშვებებში და სპეციალურ რეპორტაჟებში, არის დაუფარავი ზიზღი საქართველოს, უკრაინის და სხვათა სუვერენიტეტის მიმართ, არის მოწოდებები ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის განადგურების“- აცხადებს ვაშაძე.


გთავაზობთ საზოგადოება „ივერიის“ განცხადებას.

საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ გიორგი ბადაშვილს

ბატონო გიორგი,

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიას, რომელიც შეუწყვეტლად ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ 1990 წლიდან, თან სდევს საინფორმაციო ომი, რომლის მიზანი არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელყოფა.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს საწინააღმდეგოდ დაწყებული საინფორმაციო ომი რეალური ომია, რომელიც ომისთვის დამახასიათებელი ყველა მეთოდის გამოყენებით მიმდინარეობს. ეს ომი ამავე დროს "ჰიბრიდული ომის" შემადგენელი ნაწილია სადაზვერვო და ტერორისტულ ოპერაციებთან, ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და ფინანსურ ომებთან ერთად. საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ამ ომის იდეოლოგიურ საფუძველს "პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების შეზღუდული სუვერენიტეტის" რუსული დოქტრინა წარმოადგენს.

მოსკოვი საინფორმაციო ომში აქტიურად იყენებს "Первый канал"-ს, «Russia Today»-ს, „НТВ’’-ს, „Россия-24’’-ს, ВГТРК-ს, «Голос России»-ს, "Звезда"-ს, "Планета"-ს და ა. შ. ხსენებული და სხვა ტელეარხების შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ტრადიციულ ჟურნალისტიკასთან, არამედ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან და სადაზვერვო ორგანოებთან მჭიდროდ ასოცირებულ სახელმწიფო ორგანიზაციებთან. დეზინფორმაცია, ინფორმაციული აგრესია, ინფორმაციული სპეცოპერაცია, ინფორმაციული ბლოკადა - ეს რუსული ტელეარხების არსენალის არასრული ჩამონათვალია. მათი მოქმედების შედეგია: საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური კონტროლის დაწესება, საზოგადოებრივი აზრის მართვა, საინფორმაციო ნაკადების სასურველი მიმართულებით წარმართვა, საზოგადოების მუდმივი დეზინფორმირება, რუსული ინტერესების ლობირება, დემოკრატიული სახელმწიფოების, მათი გაერთიანებების და საქართველოს დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესის დისკრედიტაცია, ეროვნულ პოზიციებზე მდგომი პოლიტიკური ძალების შანტაჟი, ერთა შორის შუღლის გაღვივება, ძალადობისკენ წაქეზება, ინფორმაციული ტერორიზმი და საზოგადოების მუდმივ ისტერიაში ყოფნა.

საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის რუსული ოკუპაციის და მოსკოვის პერმანენტული სამხედრო-ტერორისტული აგრესიის საფრთხის პირობებში ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ინტერესის დაცვის, კერძოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, მათ შორის საინფორმაციო უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის XXXVII და XXXVII1 თავებით გათვალისწინებული რიგი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული ინფორმაციის გავრცელების შემზღუდავი ღონისძიების გამოყენებით წინასწარი გამოძიების დაწყება საქართველოს სსკ-ის 319, მუხლი 3221 და მუხლი 3222 მუხლებით.

გთხოვთ დაუყოვნებლივ მოახდინოთ სათანადო რეაგირება და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გვაცნობოთ კანონით დადგენილ ვადაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42