ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას არ გამორიცხავს.
ექსპერტის თქმით, სამთავრობო კრიზისი გარდაუვალია, რადგან ხელისუფლება ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს სათანადოდ ვერ პასუხობს.
„სამთავრობო კრიზისი არის ყველაზე დაბალი დონის კრიზისი, რაც შეიძლება ამ ქვეყანაში განვითარდეს და ვფიქრობ, ის გარდაუვალია. დადგება მთავრობის ნდობის საკითხი. თუ მეტ-ნაკლებად სოციალური რისკები იქნა შერბილებული, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ივანიშვილს დარჩეს კომფორტი, რომ ის არ დაბრუნდეს პოლიტიკაში. თუმცა მე უფრო ნეგატიურ პროგნოზს გავაკეთებდი. კრიზისი შეიძლება იმდენად სერიოზულად განვითარდეს, რომ მას მოუწიოს თავისი სიტყვის შესრულება. მან თქვა, რომ თუ საჭირო გახდა პოლიტიკაში დავბრუნდებიო. მის გარეშე კოალიცია არაფერს წარმოადგენს“, - ამბობს ხუხაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






