მინდია ჯანელიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს შეხვდა
პოლიტიკა - 15:13, 29 Dec, 2014     1897

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მინდია ჯანელიძე, მოადგილეებთან, ლევან ღირსიაშვილთან და კახა ოქროჯანაშვილთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს, დავით სუჯაშვილსა და მის მოადგილეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სამინისტროსა და კრიზისების მართვის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებსა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას.

„დღეს შედგა საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ვისაუბრეთ მომავალ წელს საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროს შორის კოორდინაციისა და ურთიერთქმედების საკითხებზე. გვაქვს საკმაოდ საინტერესო გეგმა, რომელსაც საბჭოსთან ერთად განვახორციელებთ. ასევე ვისაუბრეთ ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობაზე საერთაშორისო მისიებში, კერძოდ, ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხზეც იმსჯელეს, რაშიც თავდაცვის უწყება მონაწილეობას იღებს, როგორც ერთ-ერთი კონტრიბუტორი.

„განვიხილეთ საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროს შორის კოორდინაციის საკითხები, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები, ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში. ერთ-ერთ ძირითად საკითხს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება“, -აღნიშნა დავით სუჯაშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42