ცნობილი გახდა 27-28 აგვისტოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისთვის ჩატარებული ტესტირების შედეგები.
ტესტირების შედეგების მიხედვით, თბილისის სხვადასხვა რაიონებში ბევრმა თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირმა მინიმალური მინიმლური ზღვარის გადალახვა ვერ მოახერხა.
„ნიუპოსტი“ გთავაზობთ იმ რაიონების ჩამონათვალს, სადაც დაბალი შედეგები დაფიქსირდა.
გლდანი: 17 ახლად არჩეული თანამშრომლიდან მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა 15-მა თანამშრომელმა, მათ შორის არიან გამგებლის 3 მოადგილე, მუნიციპალიტეტის სამი თავმჯდომარე და განყოფილების უფროსები
ვაკე: ჩაიჭრნენ გამგებლის მოადგილე, სოციალური განყოფილების უფროსი და სოციალური განყოფილების თანამშრომლები.
სამგორი: ჩაიჭრა: ორი მოადგილე, სოციალური განყოფილების უიფროი.
მთაწმინდა - ჩაიჭრა 2 გამგებლის მოადგილე და 4 მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე.
ნაძალადევი: ჩაიჭრნენ: გამგებლის მოადგილეები, განყოფილების უფროსი და მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე.
კრწანისი ჩაიჭრა: გამგებლის 2 მოადგილე, სოციალური განყოფილების უფროსი ბ.მ.ა განყოფილების უფროსი.
ისანი: ჩაიჭრა გამგებლის ორი მოადგილე.
მასალის გამოყენების პირობები






