შსს კრიმინალურ ავტორიტეტებს მფარველობს - "ნაცმოძრაობა"
პოლიტიკა - 14:36, 29 Dec, 2014     2050

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია ბათუმის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი ინფორმაციით, ამის მიზეზი ის არის, რომ პოლიციელებმა 27 დეკემბერს მოკლული პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძე დააპატიმრეს.

„შინაგან საქმეთა მინისტრის უშუალო გარემოცვის დავალებით, პოლიციელის მკვლელმა რამაზ დევაძემ, მიუხედავად იმისა რომ მასზე უკვე ძებნა იყო გამოცხადებული, გადალახა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სარფში. უკვე ნეიტრალურ ზონაში იგი დააპატიმრეს მოკლულის უშუალო კოლეგებმა ბათუმის კრიმინალური პოლიციიდან, რომლებმაც იგნორირება გაუკეთეს აღნიშნულ ბრძანებას. გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ბრძანების იგნორირების გამო შსს გენერალური ინსპექცია ბათუმის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებზე ზეწოლას ახორციელებს.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მკვლელი დევაძე რამდენიმე თვეა ღიად წარმოადგენს კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის ე.წ. ლავას-ოღლის ინტერესებს ბათუმში. შეგახსენებთ, რომ მინდია გორაძე, მინდია აბაშიძის პასპორტით ა.წ. ივნისში, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადმოიყვანეს საქართველოს ტერიტორიაზე შსს მინისტრის უშუალო მითითებით. ბათუმში ყოფნისას, აბაშიძის თხოვნით მოხდა აჭარის საპატრულო სამსახურის უფროსის მოადგილედ სწორედ მკვლელი დევიძის მეგობრის რაიბულ მამულაძის დანიშვნა. დევიძის ქვეყნიდან გაპარების „ოპერაციას“ შსს-ს მითითებით სწორედ მამულაძე აორგანიზებდა. თუმცა, მისი დაკავების შემდეგ, დევაძის თანმხლები და ჩხუბში მონაწილე შაქარიშვილი, რომელიც თურქეთის პოლიციამ დააკავა და საქართველოს მხარეს გადმოსცა, 100 ლარიანი ჯარიმით გაუშვეს სწორედ იმისთვის რომ დევაძეს მკველობის ჯგუფური ორგანიზების მუხლი აარიდონ.

ყოვლად აღმაშფოთებელია შსს-ს განცხადება სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული რომ მოკლული პოლიციელი არ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. მუკბანიენი შეესწრო ჩხუბს და მოიქცა როგორც ნამდვილი პოლიციელი - შეეცადა მდგომარეობის განმუხტვას რა დროსაც იგი თავში გასროლით მოკლა დევაძემ. განცხადებაში არ არის არც ერთი სიტყვა დანაშაულთან ბრძოლაზე, კანონიერი ქურდებისა და მათი თანამზრახველებისადმი დამოკიდებულებაზე, მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და დაცულობაზე.

დღეისათვის კანონიერი ქურდი „ლავას ოღლი“ ბათუმში უდიდესი გავლენით სარგებლობს. პოლიციის მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობის გზით დიდი ხანია რეკეტითაა დაკავებული. კრიმინალთან ხელისუფლების წარსულიდან ნაცნობი შეზრდის პროცესის შეჩერება საქართველოს თითოეული მოქალაქის და სახელმწიფოს მომავლის სასიცოცხლო ინტერესია“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42